ანრი ჯოხაძემ და ნოე სულაბერიძემ კულისებში იჩხუბეს და ერთმანეთს უცენზუროდ მიმართეს (ვიდეო)

0
2755

ანრი ჯოხაძესა და ნოე სულაბერიძეს კიდევ ოთხ წამყვანთან ერთად ახალი გადაცემა „პრაიმ შოუ“ მიჰყავთ, რომელსაც სკანდალებისკენ აქვს მიმართულება. ახლახან ნინი ბადურაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ეჩხუბება პროექტის წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ანრის დაგვიანების გამო. ისმის უცენზურო მიმართვებიც. საბოლოოდ, ანრი ტოვებს საგრიმიოროს იმ მიზეზით, რომ აღარ უნდა გადაცემის ჩაწერაში მონაწილეობა.

რასაკვირველია, ეს ე.წ. დადგმული ჩხუბია, რომელიც გადაცემის გაპიარების კარგი საშუალებაა და როგორც ჩანს, „პრაიმ შოუსგან“ ასეთ მეთოდებს ყურადღების მისაპყრობად ხშირად უნდა ველოდოთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პიარის ამგვარი საშუალებები ხშირად ამართლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here