ანრი ჯოხაძე მეგობრისა და კოლეგის, თაკო გაჩეჩილაძის ვაჟთან, ელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ეს ოქროს ქოჩრიანი ბიჭი, არის თაკო გაჩეჩილაძის შვილი, ელია❤
დედა თამარ!!!
გთხოვ, არ დაიზარო და ყოველწლიურად სამყაროს აჩუქო ასეთი შვილები❤
ალოოო“.
October 28, 2021 / 4:21 pm
29 დეკემბრის საახალწლო გადაცემის ანონსი „პრაიმშოუმ“ ახლახან გამოაქვეყნა. გადაცემაში ვიხილავთ ქართველ მომღერლებს, რომლებმაც ერთმანეთს სიმღერები გაუცვალეს და ერთმანეთის ჰიტები შეასრულეს. კომპოზიციებს ასრულებენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარა გაჩეჩილაძე, მანანა თოდაძე, ქრისტინე იმედაძე, „ფორტე“, „ქუჩის ბიჭები“, თემურ თათარაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე. გადაცემის სპეციალური სტუმარია უკრაინელი შემსრულებელი, თინა კეროლი. (ვიდეო)
ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი სიურპრიზს გვთავაზობენ. ახლახან მათ ჩაწერეს დუეტი ძველ სიმღერაზე „ზაფხულის წვიმაში“, რომელიც მერაბ სეფაშვილის რეპერტუარში შედის. მომღერლებმა და მეგობრებმა დუეტზე უკვე კლიპიც გადაიღეს, რომლის რეჟისორიც თავად ანრია. ახლახან მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოს ანონსი. (ვიდეო)
„ამ „ვიდზე“ მართლა რამდენს ვბედავდი?!. ალოოოო“ – ასე ეხმაურება ანრი ჯოხაძე წლების წინ გადაღებულ ფოტოს, როდესაც დალი ჩიტალაძესთან ერთად „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობდა. აშკარაა, რომ ანრი მაშინ წონის მატებას უჩიოდა, თუმცა ახლა კარგად გამოიყურება და ფორმაშია. გამოქვეყნებულ ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ანრის დალი ჩიტალაძემ შემდეგი კომენტარი დაუწერა: „ვაიიი, როგორ ვაფრენ ამ ფოტოზე, შენ არაფერი გიშლის ხელს, […]
როგორც ანრი ჯოხაძემ მაია ასათიანთან ინტერვიუში აღნიშნა, ამჟამად 40 წლისაა და გრძელვადიანი ურთიერთობა, რომანი არ ჰქონია, თუმცა მომღერლის დედამ, რუსუდან ჩხაიძემ „პროფილთან“ გაიხსენა, რომ 17 წლის ასაკში ანრი შეყვარებული იყო – „უყვარდა… ვიცი. არ ჰქონდა პრეტენზია და განაცხადი, რომ ცოლი უნდოდა. ამ სიყვარულმა ჩაიარა. თვითონ იხსენებს, რომ მის ქორწილში იმღერა…“ (ვიდეო)
ანრი ჯოხაძემ „პრაიმშოუს“ გადაცემაში, რომელიც შოუბიზნესში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ეძღვნებოდა, საკუთარ კოლეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა მომღერლების კლასტერს შორის კონკრეტულად ერთ ფენას აქვს… ანრი ჯოხაძე: ყველაზე მეტად გული მტკივა და მე მხოლოდ სასიმღერო ჟანრიდან გამომდინარე ჩემი კოლეგების სოლიდარობის ნიშნად ვსაუბრობ. მე პირადად ყველაზე მეტად მაღელვებს იმ მომღერლების ბედი, არა ე.წ. შოუბიზნესის, […]