ანჯელინა ჯოლიმ ცნობილ ფოტოსესიაში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ქუდი მოირგო

ანჯელინა ჯოლიმ ცნობილ ფოტოსესიაში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ქუდი მოირგო

Vanity Fair“-ის სექტემბრის ნომერში დიდი ექსკლუზივია – ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განშორების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ სწორედ ამ ჟურნალს მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოებში ანჯელინა შესანიშნავად გამოიყურება. ერთ-ერთ შავ-თეთრ ფოტოში კი მას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი ქუდი ახურავს.

ჯაბას შავ-თეთრი კლასიკური ულამაზესი კოლექცია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ იყო წარმოდგენილი, 2017 წლის საშემოდგომო კოლექციით უამრავი ადამიანი მოიხიბლა, მათ შორის მოდის კრიტიკოსებიც იყვნენ. ჯაბა დიასამიძის ეს კოლექცია „ვოგისა“ და სხვა უცხოური ცნობილი გამოცემების გვერდებზე მოხვდა და დიდი ყურადღება დაიმსახურა.

როგორც თბილისში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ორგანიზატორმა, სოფო ჭყონიამ fortuna.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ქართველ დიზაინერებს, რომლებიც ამ მოდის კვირეულში მონაწილეობენ, ძალიან კარგად აშუქებს უცხოური პრესა, უცხოელი სტილისტები მათ კოლექციებს ნახულობენ და შემდეგ სხვადასხვა გადაღებაში მონაწილე უცხოელი ვარსკვლავებისთვის არჩევენ სამოსსა თუ აქსესუარებს. სწორედ ასე მოხვდა ლეიდი გაგას გარდერობში გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი კოპლებიანი კაბა, ჯაბა დიასამიძის ქუდი კი – ანჯელინას ჯოლის თავზე…

როგორც სოფო ჭყონიამ დაგვიანონსა, კიდევ ერთი საინტერესო გადაღების შედეგს ვნახავთ, სადაც ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ასევე უცხოელმა ვარსკვლავმა მოირგო, თუმცა ჯერ მისი ვინაობის გამხელის უფლება არ აქვს.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

August 2, 2017 / 5:26 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

ილიკო სუხიშვილის პასუხი კრიტიკოსებს – „არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა…“

„რუსთავი 2“-ის ეთერით ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ახალი პროექტის გარშემო გაჩენილ პრეტენზიებს უპასუხეს. „ცეკვა ქართული“, მათი თქმით, ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება და ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. ილიკო სუხიშვილი: არ მინდოდა, კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული  განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ბრედ პიტის პირველი ინტერვიუ და ფოტოსესია ჯოლისთან დაშორების შემდეგ

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტი ცნობილი გამოცემის გარეკანზე პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავმა ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ერთდროულად მის სამ გარეკანზე აღმოჩნდა. ამასთან, პიტმა გამოცემას ინტერვიუც მისცა, რომლის დეტალებიც ნომრის გამოსვლამდე უცნობი რჩება. რაც შეეხება ფოტოსესიებს, ის 8 დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებში მიმდინარეობდა, მათ შორის „თეთრ ქვიშებზე“, „ევერგლეიდსის“ ეროვნულ პარკში, პიტის ლოს-ანჯელესის სახლში დ […]

ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი ჟენევაში გაეროს ღონისძიებაზე მიიწვიეს

ღონისძიებაზე მიწვეული იყო, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსი, ელისო ბოლქვაძეც. ელისო ბოლქვაძე ერთადერთი ქართველი ხელოვანი გახლავთ, რომელიც ფლობს "იუნესკოს მშვიდობის არტისტის" საპატიო ტიტულს.

ნიუ იორკში გამართული კონცერტი ადელმა ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს მიუძღვნა

20 სექტემბერს ნიუ იორკში გამართული კონცერტი, ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ წყვილს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს მიუძღვნა, რომლებმაც როგორც ვიცით ერთმანეთთან დაშორება გადაწყვიტეს. ჯოლის და პიტის თაყვანისმცემლების მსგავსად, მოულოდნელი ახალი ამბით ადელიც შოკირებულია და როგორც თავად განაცხადა ის ამ ამბავმა ძალიან დაასევდიანა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან !

ერთი თვეც კი არ გავა ისე, რომ თუნდაც ერთმა გამოცემამ მაინც არ დაწეროს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის დაშორების შესახებ. თანაც ყოველ ჯერზე ინფორმაცია უფრო და უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს. ცარიელ დამაინტრიგებელ სათაურებს, ნელ-ნელა ფაქტებიც ემატება და ჩვენც ისღა დაგვრჩენია განვიხილოთ ისინი.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სიბერეს ვერ ეგუებიან. წყვილი ინექციებზე დამოკიდებული გახდა..

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი სელებრითების სახელს უკვე დიდი ხანია ატარებენ, თუმცა წყვილი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს. წლები გადის, ისინი ბერდებიან და სახეზე ნაოჭები უჩნდებათ.

რეკლამა