ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომი კრიტიკოსებმა აღიარეს

0
1151

ცნობილი ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო დისკი წლის კრიტიკოსების რჩეული ალბომი გახდა. ამის შესახებ ანიტას ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი იუწყება. საოპერო მომღერალი მილოცვებს იღებს.

შეგახსენებთ, რომ მისი ალბომი 2018 წლის დასაწყისში გამოვიდა. ის „Sony“-ს ხმის ჩამწერმა სტუდიამ გამოსცა. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილ დისკში შესულია მეცოსოპრანოებისთვის შექმნილი ყველაზე პოპულარული არიები ქართველი მომღერლის შესრულებით.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here