ანიტა რაჭველიშვილის ფოტო პარიზის ოპერის თეატრს ამშვენებს

0
1287

ანიტა რაჭველიშვილის ფოტო პარიზის ახალი ოპერის ფასადზე – ნიკოლოზ რაჭველი თავისი საყვარელი მეგობრის შესახებ წერს. მისი თქმით, ქართველი მეცოსოპრანო მთელ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებულია, მაგრამ მისთვის მუდმივი საფიქრალი საკუთარი ქვეყანაა. რაჭველი აღნიშნავს, რომ ანიტა რაჭველიშვილმა დღემდე ყველაზე დიდ კომპანიებზე მეტი შემოწირულობა გაიღო ეროვნული ორკესტრის მუსიკოსისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა.

ნიკოლოზ რაჭველი წერს:

„ეს პარიზის ოპერის თეატრის ფასადია.

ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქში, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ ცენტრში, ანიტა ყველაზე ცნობილი და ძვირფასი მეცოსოპრანოა. სპეციალურად მისთვის დადგეს გასულ წელს “სამსონ და დალილა” მას შემდეგ, რაც კოლოსალური წარმატებით იმღერა ამნერისი, შემდეგ კარმენი… ახლა აზუჩენას ასრულებს ვერდის “ტრუბადურში” და კრიტიკოსები არნახულ შეფასებებს აძლევენ, პუბლიკა ყველაზე დიდი ოვაციებით ხვდება, ქუჩაში აჩერებენ და ავტოგრაფებს ართმევენ… ზუსტად ასე უყვართ და იცნობენ მილანში, რომში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ბერლინში, მიუნჰენში, ამსტერდამში, ლონდონში… თავად კი გამუდმებით ფიქრობს თავის ქვეყანაზე და ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენშიც იყოს ყველა საკითხისადმი მიდგომის ის ხარისხი, რასაც თავად ევროპაში თუ ამერიკაში ყოველ ნაბიჯზე ხვდება.

ასეთია ჩვენი დიდი მომღერალი და გულიანი ადამიანი, რომელმაც თუნდაც აგერ ბოლო დროს ჩვენი ვატოს დასახმარებლად უფრო მეტი გაიღო, ვიდრე ზოგიერთმა ქართულმა საკმაოდ მდიდარმა ორგანიზაციამ.

დიდი მადლობა ანი იმისათვის, რომ შენი ხარისხის ნიშანი საქართველოს უმაღლებს საერთაშორისო იმიჯს, იმისათვის რომ არასდროს არ შექმენი დისტანცია შენს ხალხთან შენი უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, იმისთვის, რომ ჩემი შთაგონება ხარ მუსიკის შესაქმნელად და იმისთვის, რომ ასე გულშემატკივრობ და გვერდით უდგახარ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here