ანიტა რაჭველიშვილი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

0
1910

ქართველ მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილს პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის პრესტიჟული ჯილდო მიაკუთვნეს. ის სხვა ხუთ ქალ შემსრულებელთან ერთად იყო წარდგენილი შესაბამის ნომინაციაში და ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა. Bachtrack Opera Awards 2017 მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში დაიმსახურა.

ანიტას „ფეისბუქ“-კედელი მილოცვებითაა აჭრელებული. აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ქართველმა ოპერის მომღერალმა დამსახურებულად მიიღო. ხმის მიცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნომინაციაში ექვსი ქალი შემსრულებელი რამდენიმე ასეული პერდორმანსიდან აარჩიეს, რომლებიც 2016-17 წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე გაიმართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here