ანი კეკუას მეუღლე განსაკუთრებული დამოკიდებულებით აოგნებს – როგორი დედაა მომღერალი

0
3692

მცირე ხნის წინ მომღერალი ანი კეკუა და მისი მეუღლე, გიორგი გოგბაიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გიორგიმ და ანიმ ვაჟს ლუკა დაარქვეს. ანი ამჟამად დეკრეტშია და დამხმარეთა მთელ არმიასთან ერთად პატარას მოვლაშია ჩართული. ანის განსაკუთრებულად ეხმაურება მეუღლე, რომელიც პატარას სიამოვნებით ასეირნებს და მის მოვლაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს.

ანი კეკუა:

დედობა ეს არის ყველაზე დიდებული შეგრძნება, რაც კი შეიძლება ამქვეყნად არსებობდეს (იღიმის)… ვერ აღვიქვამდი, როცა მეუბნებოდნენ, რომ შენში ყველაფერი შეიცვლებაო. ახლა ვიცი, რაზეც საუბრობდნენ…

ორსულობა ხომ არ გაგიჭირდა?

ორსულობამ მშვიდად და კარგად ჩაიარა. ტოქსიკოზი და მსგავსი რამ არ მქონია. არც განსაკუთრებულად მინდოდა რამე. მოკლედ, მგონი, არ ვიყავი რთული ორსული (იღიმის).

რა დაარქვით პატარას?

ჩემს ბიჭს ჰქვია ლუკა. თავისებურია, როგორც ამბობენ-ცოტ-ცოტა ყველას ჰგავს, მაგრამ მითხრეს, კიდევ ბევრჯერ შეიცვლებაო.

მის მოვლაში ვინმე გეხმარება?

რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები, ბებიები, ასევე ჩემი დედამთილი, რომელიც მოდის ხოლმე ჩვენთან და რა თქმა უნდა, მეუღლე, რომელიც გასაოგნებლად იქცევა. პირველად გამაოგნა მაშინ, როცა ორსულად ვიყავი, განსაკუთრებით ბოლო თვეში. მანქანიდან გადასვლა-გადმოსვლისას მეხმარებოდა, ფეხსაცმელს მაცმევდა. როცა ჩუმად ვაპირებდი ფეხზე ჩაცმას, მსაყვედურობდა, არ შეიძლება, რას შვრებიო (იცინის). მოკლედ, ძალიან ნერვიულობდა.

მეორედ გამაგონა, როცა ლუკა დაიბადა. აქ უკვე სხვანაირად ვიყავი გაოცებული, როცა ჩემი მეუღლის დაბნეულ სახეს ვხედავდი. ახლა ლუკა ნელ-ნელა ხელში აჰყავს, ასეირნებს, ღამით რომ იღვიძებს, ძალიან მეხმარება…

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here