ანი ბებია: „არაადეკვატური ფიქრები მქონდა, მეშინოდა ყველაფრის, მათ შორის – ბავშვის…“

0
889

მსახიობი, ანი ბებია ახლახან დედა გახდა. მას და მსახიობსა და ტელეწამყვანს, ილო ბეროშვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ფეხმძიმობის ემოციურად რთული პერიოდის შესახებ ანი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

ანი ბებია:

ჩემს შემთხვევაში ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო. წლების განმავლობაში ვერ ვორსულდებოდი და როცა ეს მოხდა, სრული შოკი მქონდა. არ მივსულვარ ექიმთან და არ გამომიკვლევია, რა პრობლემა მქონდა… ყველაფერთან ერთად, ჩემი თავი ბავშვისთვის პატარა მეგონა. 30 წლის ვხდები, მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ პატარა ვარ. შოკი იყო, მეშინოდა. რეალობა მაშინ აღვიქვი, როცა ბავშვის გულისცემა პირველად მოვისმინე…

მეგობარმა მითხრა, შენ დეპრესია გაქვსო. მანამდე ამას ვერ ვხვდებოდი. მისი ნათქვამის შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს აშკარა იყო. არაადეკვატური ფიქრები მქონდა, მეშინოდა ყველაფრის, მათ შორის, ბავშვის. სიხარულს არაფერი მანიჭებდა, პირიქით. ზუსტად ვერც აღვწერ იმ მდგომარეობას. ახლა რომ უკან ვიხედები, კიდევ უკეთ ვაცნობიერებ, მაშინ რა მდგომარეობაში ვიყავი. მეგონა, ბავშვი არასდროს გაიზრდებოდა, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ტირილი, გამოცვლა, ჩემი ფიზიკური ტკივილები, სახლიდან გაუსვლელობა და ასე შემდეგ…“

როგორც ანი ბებია აღნიშნავს, ამ ყველაფრის გადატანაში მეუღლე ძალიან დაეხმარა…

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here