ანდრია გველესიანმა “სლავიანსკი ბაზარზე“ მესამე ადგილი დაიკავა

0
2171

პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ფინალური შოუს მარცხის შემდეგ, ანდრია გველესიანი კვლავ ჩვეულ პროფესიას დაუბრუნდა და საერთაშორისო კონკურსზე, “სლავიანსკი ბაზარზე“ გაემგზავრა. მომღერალმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამის შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში ამცნო.

“მოკლედ დაგიბრუნდით მეგობრებო , მადლობა ღმერთს ამ გამარჯვებისთვის!
გავხდი ფესტივალის ერთ-ერთი ლაურიატი, მე-3 ადგილი და ტელეკომპანია MIR-ის რჩეული,რომელმაც პრემია გადმომცა. ნამდვილად რთული იყო ამ სამართლიან თუ უსამართლო ბრძოლაში ესეთი შედეგის წამოღებაც კი… ძალიან ბევრი ძლიერი კონკურსანტი დაიჩაგრა სამწუხაროდ… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჯემალ სეფიაშვილს, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა და ებრძოდა უსამართლობას ჩემს გამო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადი ამ ფესტივალის ფარგლებში ჩემს მთავარ პროდუსერს მანანა სეფიაშვილს, რომელიც თან გადამყვა და იყო ჩემი უდიდესი მოტივატორი, მადლობა მამაჩემს რომელიც ჩემზე მეტად ნერვიულობდა და იყო მემატიანე ყველა ჩემი გამოსვლის და ყველა იმ სასწაულის, რომელიც მე იქ ყოფნისას ღმერმა მაჩუქა 7-7.დიდი მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო ადამიანებო ამხელა მხარდაჭერისთვის და ერთგულებისვის !

ძალიან მიყვარხართ და კიდევ უფრო მეტს გპირდებით. Lucky 7 always with me.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here