ანდრია გველესიანი მსახიობების პროტესტს უერთდება – „კაპიკებზე ამუშავებენ უნიჭიერეს ხალხს!..“

0
2091

მსახიობები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი თეატრებში ხელფასების შემცირების საკითხი მართლაც დადგება. კულტურის მინისტრი ბოლო პერიოდში ოპტიმიზაციაზე საუბრობს, თეატრის მმართველებმა კი მსახიობები გააფრთხილეს, რომ შემცირებებია მოსალოდნელი.

ამ თემაზე ახმეტელის თეატრის მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს:

„ეს არის უდიდესი სირცხვილი!!! იმის მაგივრად, რომ თქვენი კულტურა, თეატრი გეამაყებოდეთ, ყველანაირ კომფორტში ამყოფებდეთ ხელოვან ხალხს, ვისი წყალობითაც გიცნობთ მსოფლიო, აძლევდეთ სტიმულს დამწყებ მსახიობებს, დადიოდეთ თეატრებში და ნახულობდეთ, რამხელა შრომა და ოფლი იდება ამ პროცესში, ამ ყველაფრის მაგივრად ხელფასებს გვაკლებთ!.. გვიმცირებთ შტატებს!!! და სულ გკიდიათ, რის ხარჯზე უშველით ან არ უშველით ქვეყნის ბიუჯეტს.

ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფო გამიგია მე ხელფასის მომატება და არა დაკლება, მით უმეტეს, როცა ისეთ თანხაზეა საუბარი, რომელიც უბრალოდ, მაგრად ტეხავს.

მსახიობები დღესა და ღამეს ასწორებენ თეატრში ისევ და ისევ ენთუზიაზმის და იმ სცენის მტვერის გამო, რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებთ. და აი, ენთუზიაზმს იყენებენ ბოროტად და კაპიკებზე ამუშავებენ უნიჭიერეს ხალხს. ახლა კიდე ამ კაპიკების შემცირებასაც აპირებენ! სირცხვილი თქვენ!!!“.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here