ანდრია გველესიანი: „გუშინდელი ღამე სიზმარს ჰგავს, არადა, მშვიდობიან აქციაზე მივედით…“

0
2038

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 20 ივნისის მშვიდობიან აქციაზე მივიდა, თუმცა მოვლენები, როგორც იცით, სხვაგვარად განვითარდა და პოლიციამ შეკრებილი მანიფესტანტები ძალის გამოყენებით დაშალა.

გთავაზობთ ანდრია გველესიანის პოსტს ამ თემაზე:

„არადა, მშვიდობიან აქციაზე მივედით!

მისული 10000 კაციდან ალბათ 200 კაცამდე აწვებოდა სპეცრაზმს ( ესროდა ბოთლებს), რაც პირადად ჩემთვის მიუღებელი იყო და მათაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაზი გაუშვეს და შემდეგ თვალები დათხარეს საკუთარ ახალგაზრდებს რეზინის ტყვიებით!…

სიზმარს ჰგავს გუშინდელი ღამე, გინდა, რომ მალე გამოგეღვიძოს მაგრამ…

ეს არის რეალობა…

რა გამართლება შეიძლება მოიძებნოს იმ სპეცრაზმელის ხელებაწეულ, უკვე რეზინის ტყვია მორტყმულ ახალგაზრდა , თავისუფალი აზრის მშვიდობიანად გამოხატვის გამო დამიზნებით თავში რომ ესვრის !!

რა გამართლება შეიძლება მოიძებნოს იმას, ახალგაზრდა გოგონა რომ დააბრმავეს გუშინ ღამე და როგორც ვიცი, კიდევ 3 ადამიანის თვალი შეეწირა ამ ყველაფერს, და კიდევ ძალიან ბევრი დაშავებულია…

ისევ ოკუპანტმა რუსეთმა წამოგვაგო ამ  პროვოკაციაზე და გამოიწვია ისევ და ისევ ქართველების დაპირისპირება…

ტვინი იმისთვის გაქვს ადამიანს , რომ გათვალო, რას რა მოყვება!!! ტფუიი…

დიდი სირცხვილია ეს ყველაფერი.

P.S. არც ერთი პარტიის მომხრე არ ვარ, პირიქით, მეზიზღებიან პარტიებიც და სანდომიან სახეებს ამოფარებული პოლიტიკოსებიც“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here