ამონარიდი კლიპიდან, რომელიც ნოდიკო ტატიშვილმა პარიზში გადაიღო

ამონარიდი კლიპიდან, რომელიც ნოდიკო ტატიშვილმა პარიზში გადაიღო

ნოდიკო ტატიშვილმა პარიზში კლიპი მცირე ხნის წინ გადაიღო. კომპოზიცია, რომლის ავტორებიც არიან რუსა მორჩილაძე და ირინა სანიკიძე, კიდევ ერთი ახალი სიმღერაა მომღერლის რიგით მეორე ალბომში, რომელიც მარტის თვეში ახალ კლიპთან ერთად გამოვა.

მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის, სიმღერა კი ჩაიწერა ხმის ჩამწერ სტუდია  „ბრავო რეკორდსში“, მიქსინგი და მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილი.

ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილის კიდევ ერთი  პროექტია, რომელიც მომღერალმა „კაპიტან +“ – თან ერთად განახორციელა. კლიპის რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი, ხოლო პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე.

მომღერალმა ახლახან განათავსა ამონარიდი ახალი კლიპიდან, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.

სიახლეები/

|

March 14, 2018 / 12:22 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“კალმით ნახატი გოგო” – ანი გიუნტერი შესანიშნავ ფორმაშია

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ბრწყინვალე ფორმაშია. მან მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ორი შვილის დედა ტელევარსკვლავი საგრძნობლად გახდა. ანის ამ ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა “ფეისბუქზე”. “რას გვიშვრები, გოგო” “კალმით ნახატი გოგო ხარ”, “ვაიმე, ვაიმე” – ამგვარი კომენტარები მოჰყვა ანის ფოტოს, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.  

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპმა 7 თვეში 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ შვიდი თვის წინ ნანატრი დუეტი ჩაწერეს, ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“. მეგობრებმა და კოლეგებმა კლიპიც გადაიღეს, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის. სიმღერა რადიოში მისი აჟღერებისთანავე ჰიტი გახდა, ხოლო ვიდეოს „იუთუბის“ საშუალებით რეკორდული რაოდენობის ნახვები დაუგროვდა, თრენდინგში კი პირველი ნომერი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ახლახან თავად ნოდიკომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ჩანს, […]

ნოდიკო ტატიშვილს მაისში აშშ-ში სამი კონცერტი ექნება

ნოდიკო ტატიშვილი აშშ-ში სამი კონცერტის გასამართად ემზადება. მომღერალს ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ელის. პირველი კონცერტი 11 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება, შემდეგ ნოდიკო ვაშინგტონში გადაინაცვლებს, სადაც 12 მაისს იმღერებს, მცირე ტურნე კი ფილადელფიაში 13 მაისს დაგეგმილი ღონისძიბეით დასრულდება. ნოდიკოს ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კონცერტი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათ შორის ბოლო ახლახან ვენაში ჰქონდა. კიდევ ერთი საინტერესო […]

ნოდიკო ტატიშვილის მეორე ალბომისა და ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

ნოდიკო ტატიშვილის პარიზში გადაღებული ახალი კლიპის პრემიერა და მისი რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია 19 მარტს, კინო „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართა. ვიდეო ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო სიმღერაზე, რომლის მელოდიაც რუსა მორჩილაძეს, ხოლო ტექსტი – ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. პარიზში გადაღებებში გოგოლა კალანდაძის შვილი, ელენეც მონაწილეობდა. ნოდიკოს პერსონაჟი დიდი ხნის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში ბრუნდება, სადაც ძველი სიყვარული უნდა მოძებნოს. […]

ნოდიკოსა და სალომეს კლიპი მცირე დროში 3 000 000-მა ადამიანმა ნახა

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპი სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ „იუთუბზე“ 4 თვეში სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს ინფორმაცია თავად ნოდიკომ გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიმღერისა და კლიპის შექმნაში იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ ვიდეო რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, პროდიუსერი კი თაკო დოლაბერიძე გახლდათ. შეგახსენებთ, რომ […]

შვედეთში „ევროვიზიის“ კონკურსანტის შერჩევაში ნოდიკო ტატიშვილმა მიიღო მონაწილეობა

შვედეთში „ევროვიზიის“ კონკურსანტის შესარჩევად ყოველ წელიწადს „მელოდიფესტივალი“ იმართება. სტოკჰოლმში სპეციალური ჟიურის მონაწილეობით ყოველწლიურად შვედეთის წარმომადგენელს ირჩევენ ევროფესტივალისთვის. წელს საერთაშორისო ჟიურიში პირველად შევიდა ქართველი მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი. კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა შემსრულებელი ბენჟამინი და სწორედ ის იქნება „ევროვიზიის“ მონაწილე. „მელოდიფესტივალი“ არა მხოლოდ შვედეთშია პოპულარული, არამედ მთელ ევროპაში უამრავი ფანი ჰყავს. შოუ გაიმართა უზარმაზარ არენაზე, რომელსაც FRIENDS […]

რეკლამა