American Music Awards 2015-ის რჩეულები – ვინ გახდა დაჯილდოების ტრიუმფატორი?!

American Music Awards 2015-ის რჩეულები – ვინ გახდა დაჯილდოების ტრიუმფატორი?!

ლოს ანჯელესის მაიკროსოფთის თეატრმა 2015 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს წამყვანი ჯენიფერ ლოპესი გახლდათ, რომელმაც შოუს მსვლელობისას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი უჩვენა მაყურებელს. რაც შეეხება AMA-ს რჩეულებს – როგორც იცით ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტი იყო წარდენილი, სწორედ მასვე ერგო ყველაზე მეტი, ანუ სამი ჯილდო.

წლის არტისტის წოდება ჯგუფმა One Direction-მა დაიმსახურა. წლის ახალი არტისტი სემ ჰანტი გახდა. წლის სიმღერად ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტის “Blank Space” დასახელდა. წლის კოლაბორაციის ნომინაციაში გამარჯვება Skrillex-ის, დიფლოსა და ჯასტინ ბიბერის ერთობლივმა ნამუშევარმა – “Where Are Ü Now”, მოიპოვა.

საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად ედ სირენი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი შემსრულებლის ტიტული არიანა გრანდეს ერგო წილად. ნომინაციაში “საუკეთესო დუეტი ან ჯგუფი“ გამარჯვებული One Direction გახდა. საუკეთესო პოპ/როკ ალბომად კი ტეილორ სვიფტის “1989” დასახელდა.

ქანთრის ჟანრში საუკეთესო მომღერალი ქალი და მამაკაცის ნომინაციებში გამარჯვება ლუკ ბრაიანმა და კერი ანდერვუდმა მოიპოვეს. რეპისა და ჰიპ-ჰოპის ჟანრში საუკეთესოს წოდება ნიკი მინაჟმა დაიმსახურა. მანვე მიიღო ჯილდო ამავე ჟანრის საუკეთესო ალბომისთვის – “The Pinkprint”.

სოულისა და არ“ნ“ბის ჟანრში, საუკეთესო შემსრულებლის ჯიდლოები The Weeknd-მა და რიანამ გაინაწილეს. საუკეთესო არტისტი ალტერნატიულ როკში კი Fall Out Boy აღმოჩნდა.

გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ ქელვინ ჰარისი, ენრიკე იგლესიასი და Florida Georgia Line, სხვათაშორის ამ უკანასკნელს ორი ჯილდო ხვდა წილად…

სიახლეები/

|

November 23, 2015 / 11:31 pm

TOP სიახლეები

ვიდეო: ლელა წურწუმია გადაცემის წინ პინგ-პონგს თამაშობს

ასე გაჰყავს დრო გადაცემის დაწყების წინ ლელა წურწუმიას. ვიდეო მისი გადაცემის “მხოლოდ ლელასთან” სოქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა. როგორც ლელა ვიდეოში ამბობს, მაგიდის ჩოგბურთს პირველად თამაშობს. (ვიდეო)

მატილდა გვარლიანი Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს

პოპულარული ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა. ის Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს. ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. Fendi-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სილვია ვენტურინი ფენდია, ხოლო ფოტოგრაფი: ივან ფაბინგი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნუკი კოშკელიშვილი ჯენიფერ ლოპესთან ერთად ფილმში გადაიღეს

“პროფილს” ნუკი კოშკელიშვილო სტუმრობდა და მოჰყვა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის “გამომყევი ცოლად” გადაღებებში, ეპიზოდურ როლში, ჰოლივუდის ვარკსვლავთან ერთად. ნუკიმ აღნიშნა, რომ ჯენიფერთან გასაუბრების საშუალება მიეცა და ის ძალიან უბრალო ადამიანია. გადაღებაზე ჯენიფერმა ნუკის ტუჩსაცხი მოიწონა და ჰკითხა, სად შეიძინა ის, რაზეც ნუკიმ უპასუხა, რომ ის საქართველოში შეიძინა, მაგრამ […]

ქართველმა ფოტოგრაფმა The Weeknd გადაიღო

გვერდი FashionHolics Online ავრცელებს ფოტოებს, სადაც ცნობილი მომღერალი The Weeknd არის გადაღებული. საინტერესო ამ ფოტოებში ისაა, რომ მათი ავტორი ქართველი ფოტოგრაფია, დავით გიორგაძე. ფოტოები CR Mens Book-ისთვისაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ დავითმა ახლახან გადაიღო „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, გვენდოლაინ კრისტი.

ჯენიფერ ლოპესს ახალ კლიპში ქართველი დიზაინერის კაბა აცვია

ახლახან ჯენიფერ ლოპესის ახალ სიმღერაზე Medicine გადაღებული კლიპი „იუთუბზე“ 7 აპრილს აირტვირთა. ის უკვე ასობით ათასმა ადამიანმა ნახა. სიმღერას ჯენიფერი ფრენჩ მონტანასთან ერთად ასრულებს. რასაკვირველია, ლოპესს, ისევე, როგორც სხვა კლიპებში, აქაც შთამბეჭდავი სამოსი აცვია. ერთ-ერთი შავი კაბა, რომელიც გვერდებზეა შეჭრილი, ქართველი დიზაინერის კოლეციიდანაა. ჯენიფერმა ეს კაბა დევიდ კომას 2019 წლის კოლექციიდან შეარჩია.   View this […]

რიანამ დაბადების დღე „ვეტმანის“ ზედაში გამოწყობილმა აღნიშნა

„დღეს ჩემი დაბადების დღეა და ერთადერთი, რაც მივიღე, ეს დიდი „ჰუდია“ „ვეტმანისგან“ – ამ წარწერით დემნა გვასალიას ბრენდის ერთ-ერთ ბოლო კოლექციის ზედა დაბადების დღეზე რიანამ მოირგო. ის გვასალიას ნამუშევრებში მანამდე არაერთხელ გამოჩენილა. რიანა 31 წლის გახდა. მისმა სადაბადებისდღეო ჩაცმულობამ და დიდმა სათვალემ თაყვანისმცემლების აღფრთოვანება დაიმსახურა.

სტუმრად რიანასთან: სად ცხოვრობს ვარსკვლავი (ფოტო)

რიანა ახალი სახლის მფლობელი გახდა. დასავლეთ ჰოლივუდში პრესტიჟული ვილის მფლობელი ის 6,8 მილიონ დოლარად გახდა. სახლი 1672 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, საიდანაც საცხოვრებელ ფართს 670 კვადრატული მეტრი უკავია. სახლში 6 საძინებელი, 9 აბაზანა და ერთი სპა-სალონი, სახლის კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, ბილიარდი და სატრენაჟორო დარბაზია. ტერიტორიაზე აუზი, ჯაკუზი და 8 ავტომობილის პარკირებისთვის განკუთვნილი ავტოფარეხია. აღსანიშნავია, რომ კენდალ […]

რეკლამა