‘Akua Naru’ და Kadebostany თბილისში 22 სექტემბერს კონცერტს გამართავენ

0
1449

„ალტერვიჟენ ჯგუფი“ 22 სექტემბერს ლისზე წარმოგიდგენთ Kadebostany-სა და Akua Naru“-ს კონცერტს.

Kadebostany გახლავთ ბენდი ჟენევადან, შვეიცარიიდან. ის 2008 წელს ჟენეველმა დიჯეიმ დააფუძნა, წამყვანი ვოკალი, მელოდიები და ტექსტები სიმღერებისთვის ეკუთვნის ამინას. ჯგუფს საინტერესო და ორიგინალური ლაივ-გამოსვლები და ვიდეოები აქვს. ბენდის პირველი ალბომი 2011 წელს გამოიცა, 2013 წელს კი მათმა ალბომმა „პოპკოლექცია“ ბენდს აღიარება მოუტანა საკუთარ ქვეყანაში. 2014 წლიდან მათ პოპულარობა საერთაშორისო დონეზე მოიპოვეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში. 2017 წელს გამოიცა ახალი ალბომი სახელწოდებით „სიყვარულის ჯარისკაცები“.

რაც შეეხება „Akua Naru“-ს, მისი ნამდვილი სახელია ლატანია ოტალუნჯი და ის ჰიპ-ჰოპის, პოეზიისა და ჯაზის სინთეზს წარმოადგენს. ლატანია ლექსებს ბავშობიდანვე წერდა, კონექტიქუტიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მეტი გამოცდილების მისაღებად ჯერ ფილადელფიაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი – ნიუ იორკში. მან ასევე გარკვეული დრო გაატარა აზიაში და დასავლეთ აფრიკაში, სადაც საკუთარ ფესვებს ეძებდა. საბოლოოდ, ის ევროპაში დაფუძნდა და თავისი პირველი ალბომი გერმანიაში ჩაწერა.

კონცერტზე დასასწრებად ბილეთების შეძენა 8 სექტემბრამდე განსაკუთრებულ ფასდ შეგიძლიათ, შემდეგ ფასი აიწევს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here