ახალი საკონცერტო სივრცე თბილისში – „Spacehall“ 19 ნოემბერს გაიხსნება

ახალი საკონცერტო სივრცე თბილისში – „Spacehall“ 19 ნოემბერს გაიხსნება

SPACEHALL Bassiani-ს ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მსმენელს საერთაშორისო დონის მუსიკალურ ბენდებს, ელექტრონულ მუსიკას, საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალურ არტისტებს, ცოცხალ კონცერტებსა და წარმოდგენებს შესთავაზებს.

SPACEHALL თვეში რამდენჯერმე როგორც ტრადიციული ფორმის კონცერტებს, ასევე სხვადასხვა პერფორმანსს უმასპინძლებს და შექმნის სივრცეს, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი შეძლებს ინტერაქციას მოწვეულ არტისტებთან, ქართველ ხელოვანებს კი მსოფლიო კულტურული პროცესების ნაწილად აქცევს.

19 ნოემბერს, საკონცერტო სივრცის პირველი სტუმარია Omar S. ლეგენდარული პროდიუსერი და დიჯეი ტექნოს სამშობლოდან, დეტროიტიდან. მისი კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. Theo Parrish-თან ჩაწერილმა კოლაბორაციამ არტისტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2007 წელს გამოსული ტრეკი Psychotic Photosynthesis ონლაინ გამოცემამ Resident Advisor ათწლეულის საუკეთესო ტრეკად დაასახელა.

გახსნაზე მოსული სტუმრები Omar S-თან ერთად ქართველ დიჯეისა და პროდიუსერს, KVANCHI-ს და Vodkast Records-ის დამფუძნებელს, დიჯეისა და ვინილ კოლექტორს, VAKHO-ს მოუსმენენ.

აქვე დაიდებს ბინას ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME, რომლის პირველი ლაივი ახალ სივრცეში 4 დეკემბერს გაიმართება და თანამედროვე ელექტროპოპის ახალ სახეს, დუო EASTER-ს წარუდგენს მსმენელს.

სიახლეები/

|

November 17, 2016 / 8:40 pm

TOP სიახლეები

მოტყუებული სტეფანო გაბანა – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომლითაც იტალიელი დიზაინერი დაინტერესდა?

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ინსტაგრამზე, ქართველი მოდელის, მარიამ შუკაკიძის ფოტოები გააზიარა, რომელიც აღმოჩენა მხოლოდ იტალიელი დიზაინერისთვის არ იყო, გოგონამ ქართველებიც აღაფრთოვანა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ულამაზესი გოგო, "მის ბიკინი“ 2014-ის კონკურსანტი, მარიამ შუკაკიძე იყო. გოგონა, რომელიც საქართველოში ჟიურიმ საუკეთესოდ არ აღიარა სტეფანო გაბანამ შეამჩნია.

ვინ არის სტეფანო გაბანას რჩეული ულამაზესი ქართველი გოგონა? (ფოტოები)

დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, ქართველი გოგონას, მარიამ შუკაკიძის ფოტო გამოაქვეყნა და მონიშნა კიდეც. მარიამი ბათუმელია, ფოტოს მონიშვნის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა და უფრო მეტიც, ის მილანში ფოტოსესიაზე მიიწვიეს.

სად შეხვდნენ ბახვა ბრეგვაძე და ლეტიცია კასტა ერთმანეთს?

"მოგზაურობისას შემთხვევით, ქუჩაში შემხვდა ლეტიცია კასტა, მაღაზიიდან გამოვდიოდი და რომ დავინახე, მივედი და გავიცანი. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ვუთხარი რომ ძალიან მომწონს და მისი კოლეგა ვარ საქართველოდან. საქართველოს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და მესაუბრა კიდეც ამის შესახებ. უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი და ფოტოც გადავიღეთ“ - განუცხადა ბახვამ ჟურნალ „თბილისელებს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

საახალწლო დღეებში თბილისს Jay-Jay Johanson და David August ეწვევიან

საახალწლო დღეებში პროექტი „მუზამე“ და Spacehall დატვირთულ სადღესაასწაულო რეჟიმზე გადადის. 31 დეკემბრის ღამეს Jay-Jay Johanson-ისა და ქართველი არტისტების მოსმენას შეძლებთ, 1 და 7 იანვარს კი საქართველოს David August და Magda ეწვევიან.

The Radio Dept-ის კონცერტი 14 დეკემბერს თბილისში გაიმართება

14 დეკემბერს SPACEHALL-ში, ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME წარმოგიდგენთ ლეგენდარულ შვედურ პროექტს The Radio Dept. The Radio Dept შვედური კოლაბორაციაა. ის 1995 წელს იოჰან დანკანსონმა და ელინ ალმერიდმა ჩამოაყალიბეს. ჯგუფი მალევე დაიშალა და მოგვიანებით დანკანსონს მარტინ ლარსონი შეუერთდა. მათ პირველ ალბომს Lesser Matters (2003 წელი) ცნობილმა ბირტანულმა გამოცემამ NME-მ 10-იდან 10 ქულა დაუწერა. სწორედ სადებიუტო დისკის […]

4 დეკემბერს „Spacehall“-ში ექსპერიმენტულ დუოს -„Easter“ მოუსმენთ

4 დეკემბერს ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME და მულტიფუნქციური კულტურული სივრცე SPACEHALL თანამედროვე ინდი პოპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახეს, EASTER-ს წარმოგიდგენთ. EASTER ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია, რომელიც მუსიკოსმა შტაინ ომარმა და პროდიუსერმა მაქს ბოსმა დააარსეს. მათ პირველმა ალბომმა Ur a Great Babe (2011 წელი) დიდი წარმატება მოუტანა. ინდი პოპბენდის შემოქმედება სოციალური ტექსტებით გამოირჩევა და შექმნის დღიდან აკეთებს […]

თბილისში Molly Nillsson ჩამოდის !

5 ოქტომბერს თბილისს თანამედროვე ექსპერიმენტული სინთპოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ეწვევა. კონცერტი 5 ოქტომბერს Bassiani Concert Hall-ში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. Molly Nilsson შვედი მუსიკოსია. არტისტი ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მე-6 ალბომი, „Zenith”, 2015 წელს გამოუშვა. არტისტი თბილისს სწორედ დისკის მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ნილსონი თავადაა საკუთარი სიმღერების, ტექსტების, არანჟირებების ავტორი. […]

რეკლამა