ახალი ქართული ფილმი ცნობილი სახეების მონაწილეობით – “ვისი სული გსურს“

0
490

რეჟისორ დათო იმედაშვილის ახალი რომანტიკული კომედია – “ვისი სული გსურს“ კინოთეატრებში 5 მაისიდან გამოვა. მასში უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობს, მათ შორის არიან გიორგი ბახუტაშვილი, ბაჩო ქაჯაია, ნიკა წულუკიძე და თიკო მოსემღვდლიშვილი, რომელიც “X ფაქტორის“ პირველი სეზონიდან გვახსოვს. მას ფილმის შესახებ ვესაუბრეთ.

თიკო მოსემღვდლიშვილი:

ფილმი ძალიან საინტერესო გამოვიდა. დათო იმედაშვილთან მუშაობა სასიამოვნო და კომფორტული აღმოჩნდა. ვფიქრობ, მას ეს ფილმი არნახულ წარმატებას მოუტანს.

„ვისი სული გსურს“ პრემიერა 5 მაისს არის დაგეგმილი. ბევრი დეტალის გამხელა არ მინდა, მაგრამ გეტყვით, რომ პირადად მე უცნაურ ამპლუაში მიწევს თამაში. უცნაური გარდასახვა მომიწია, როგორც მსახიობს და ეს გამოდგა საინტერესო. ყველას ვურჩევ ამ ახალი ფილმის ნახვას.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here