ახალი ექვსეული „რუსთავი 2“-ზე და დიდი თოქშოუ, სადაც საწინააღმდეგო მოსაზრებებს მოვისმენთ – „სამშაბათი ჩვენს არხზე ძალიან ცხელი იქნება…“

0
633

ყოველ სამშაბათს, „რუსთავი 2“-ზე ახალი თოქშოუ გავა, რომელიც საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე ადამიანებს უმასპინძლებს და მათ აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობას მისცემს. „ღამის პრაიმ ტაიმის“ პროდიუსერი მაია სტეფნაძე იქნება. შოუ თაკო ფხაკაძის იდეით შეიქმნა. მისი წამყვანები იქნებიან ზურა ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ავთანდილ ცქვიტინიძე, ბაჩო კოლელიშვილი, ნინო ჩხეიძე და ნიკოლოზ ხაჩიძე, რომელმაც ახლახან „რუსთავი 2“-ზე ინტერვიუების სერია დაიწყო ცნობილ ადამიანებთან, სახელწოდებით „სხვა კითხვები“.

ნიკას დავუკავშირდით ახალი შოუს შესახებ უფრო მეტი დეტალის გასაგებად.

ნიკოლოზ ხაჩიძე:

სანამ ამ ექვსეულს შეარჩევდნენ, საკმაოდ დიდ კასტინგი ჩატარდა და საბოლოო ექვსეული ამის შემდეგ დამტკიცდა. ნინოს, ავთანდილს და ზურა ხაჩიძეს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, შეიძლება ითქვას, თინეიჯრობის ასაკიდან, ანა ჩირაძეს აქამდე მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, ბაჩო კოლელიშვილს კი – საერთოდ არა. საპილოტე ჩაწერების დროს კიდევ უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი და ვინც უკვე წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს, ახალი საინტერესო თვისებებიც აღმოვაჩინეთ. უნდა ითქვას, რომ ამ გადაცემაში იქნება კამათი წამყვანებს შორის, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ზოგ საკითხზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და ასე იქნება ყველა სტუმრის შემთხვევაშიც. ვუმასპინძლებთ საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე ადამიანებს, მაგრამ მათ თავისუფლად ექნებათ აზრის გამოთქმის საშუალება და გვინდა, რომ იყოს შეურაცხყოფისგან აბსოლუტურად თავისუფალი გარემო.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here