„აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კრეატიული დიზაინერები ჩვენ გვყავს…“ – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ დღეს იხსნება

„აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კრეატიული დიზაინერები ჩვენ გვყავს…“ – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ დღეს იხსნება

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში დღეს, 2 ნოემბერს სავთანდილის ჩვენებით გაიხსნება. რამდენიმე ჩვენების გარდა, 40-მდე დიზაინერის ნამუშევრებს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ვიხილავთ, მცირე დარბაზი კი ქართველი არტისტების სხვადასხვა საინტერესო გამოფენასა და ვიდეოინსტალაციას უმასპინძლებს.

2-6 ნოემბრის ჩათვლით „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისი“ სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება. მის მეექვსე სეზონე ცნობილი გამოცემების – „ელი“, „ვოგი“, „ფრაცია“, „მადამ ფიგარო“, „ფორბს ამერიკა“ და სხვ. ჟურნალისტებს ტურიზმის დეპარტამენტი მასპინძლობს, ხოლო ბაიერებს პროექტი „აწარმოე საქართველოში“. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცნობილი მოდის მენტორის, ბარბარა ტრებიჩის მასტერკლასები. მთლიანობაში ღონისძიებას უცხოეთიდან ჩამოსული 70-მდე სტუმარი დაესწრება. საქართველოში პირველად ჩამოდიან სოციალურ ქსელებში პოპულარული მოდის ბლოგერები.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში იმავე დევიზით იმართება, რაც მთელ მსოფლიოში – „თაობა ახლანდელი, თაობა მომავალი“. ახალი სეზონის აღსანიშნავად გავრცელდა ფილმი ცნობილი მსახიობის, სიუზან სარანდონის მონაწილეობით, რომელიც „მერსედეს ბენცის“ წლევანდელ კონცეფციას ასახავს. თაობებს შორის კავშირი მოდის სფეროშიც მთავარი თემაა, რადგან „მერსედეს ბენცი“ ზრუნავს მოდის აწმყოსა და მომავალზე.

საგულისხმოა, რომ „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში ყველა წამყვან დიზაინერს მასპინძლობს და საერთაშორისო პრესისა და ბაიერების ყურადღების ცენტრში ამყოფებს. ქართველი დიზაინერების მიმართ ბოლო პერიოდში ძალიან დიდია დაინტერესება და ეს ტალღა თავდაპირველად მოდის სამყაროში დემნა გვასალიას აღზევებამ გამოიწვია, თუმცა სხვადასხვა პრესტიჟულ გამოცემების ფურცლებსა თუ ინტერნეტგვერდებზე ქართველთა ნამუშევრების მოხვედრამ მსოფლიო ვარსკვლავებთან მომუშავებ სტილისტების დაინტერესებაც გამოიწვია და შედეგად, რამდენიმე ქართულმა ბრენდმა ითანამშრომლა ისეთ პოპულარულ სახეებთან, როგორებიც კეტი პერი, ანჯელინა ჯოლი, ბელა ჰადიდი, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვანი არიან.

სოფო ჭყონია, ღონისძიების დამფუძნებელი:

წინა სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანების სტილისტები დაგვიკავშირდნენ, ზოგი ჩვენ გვწერს, ზოგი პირდაპირ დიზაინერს. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ქართველი დიზაინერების მიმართ. ეს განაპირობა პიარმა და საერთაშორისო პრესამ, ჩვენ სულ გვაქვს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან და სტილისტებთან. კიდევ ბევრს აქვს წაღებული რამდენიმე ქართველი დიზაინერის არაერთი ნამუშევარი (იღიმის).

ძალიან დიდი პოპულარობა მოაქვს ბრენდისთვის, როცა მისი სამოსი აცვია რომელიმე ვარსკვლავს. ამაზე ზოგჯერ ოცნებობენ დიზაინერები და დიდი თანხებიც უჯდებათ, ჩვენ კი აბსოლუტურად უფასოდ გვაქვს ეს პიარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აკვირდებიან ბაიერები, რაც უფრო პოპულარულია ბრენდი, მისი შესყიდვაც იზრდება. უცნობ ბრენდს, სამწუხაროდ, მაღაზიები აღარ შეისყიდიან.

ქართული მოდისადმი ასეთი ინტერესი ალბათ, დემნა გვასალიას ფაქტორმა განაპირობა დიდწილად…

დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც მთავარია, ის ქართველობს, რადგან ყველგან წერია, როგორც ქართველი დიზაინერი. დემნას პოპულარობა და ჩვენი პროექტის დაწყება ერთმანეთს დაემთხვა. ეს გვეხმარება, მაგრამ არა მარტო. შეიძლება, ჟურნალისტი ერთხელ ჩამოვიდეს დემნას პოპულარობის ხათრით, მაგრამ შემდეგში აღარ მოუნდეს საქართველოში ჩამოსვლა. გაოცებულები არიან, ამდენი ჩვენებისას როგორ აქვს ყველას სხვადასხვანაირი ხედვა. ვინც უკვე არაერთხელ იყო საქართველოში, აღნიშნავს, რომ ყოველ სეზონზე უფრო დახვეწილი ნამუშევრები გამოდის პოდიუმზე.

უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კრეატიული დიზაინერები ჩვენ გვყავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მოდის კვირეულს ვაკეთებ. ამ მოსაზრებას უამრავი ცნობილი გამოცემის ჟურნალისტი თუ ბაიერი ეთანხმება…

ჯიჯი რეჯინი, ფოტოხელოვანი:

ხანდახან ჩვენ გვღუპავს ამბიციები, რადგან ზოგ შემთხვევაში უადგილოა, მაგრამ მოდის სფეროში ამბიცია ძალიან გვშველის. გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფოლკლორი, მაგრამ ჩვენთან, კოსტიუმებსა და ზოგადად, კოლექციებში, ფოლკლორი მხოლოდ მცირე დეტალებში შეიძლება ჩანდეს. ქართველ დიზაინერებს აქვთ მისწრაფება სიახლეებისკენ, თანაც, ისწავლეს ბევრი რამ. როგორც კი ეს სფერო ბიზნესში გადავიდა, მას სხვანაირად შეხედეს.

ჯიჯი, რაღაც გარდატეხა მოხდა ქართულ მოდაში ამ ბოლო დროს…

გეთანხმები. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ დადებითად ვსაუბრობ პროექტზე, სადაც ვმუშაობ, მაგრამ მეექვსე სეზონია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს“ აგურ-აგურ ვაშენებთ და მიმაჩნია, რომ მოდის სფეროს საქართველოში მან დიდი ბიძგი მისცა. ბევრი მიხვდა, რომ მორჩა, თამაშის სხვა წესები შემოვიდა, იმავე ნაჭრებს ვეღარ გამოიყენებენ, ვეღარ გააკეთებენ იმ ხარისხს, რაც ადრე გასდიოდათ, იმ დეტალებს, არსაც ადრე იყენებდნენ სამოსში… იციან, რომ თუკი უხარისხო იქნება, ბაიერი ნივთებს არ შეიძენს. ქართველმა დიზაინერებმა ისწავლეს, რომ მოდის კვირეულამდე სამი კვირით ადრე კოლექცია მზად უნდა იყოს, უნდა არსებობდეს პრესრელიზი მის შესახებ. აქამდე მხოლოდ ორ-სამ დიზაინერს ექნებოდა მზად პრესრელიზი. არც ვამტყუნებ, რადგან არ სჭირდებოდათ, მხოლოდ დიზაინერების მცირე ნაწილმა იცოდა ასე მუშაობა. მგონი, ეს ნორმალური პროცესია, რომ არ ყოფილიყო „მერსედესის“ მოდის კვირეული, იქნებოდა სხვა. კონკურენცია გაიზარდა, იდეებიც განსხვავებულია, ტემპიც გაიზარდა, იცი, დღეს თუ არ გააკეთებ, ხვალ სხვა გააკეთებს…

რაც შეეხება სტილისტების მიწვევას კოლექციებისთვის…

ქართველი დიზაინერები უკვე იწვევენ კოლექციების გასამართად სტილისტებს. თბილისში გვყავს რამდენიმე კარგი სტილისტი და ისინი მუშაობენ. ჩვენი პროექტია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახალი პროფესიების საჭიროება იკვეთება, დაგვჭირდება მოდის კონსულტანტები, მენეჯერები და ა.შ.

ზუსტად ვიცი, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები კიდევ უფრო კარგად გაიყიდება. 8 სტილისტი დამოუკიდებლად, ჩვენი მიწვევის გარეშე ჩამოდის, რომ კოლექციები შეარჩიოს. მათ აკრედიტაცია გვთხოვეს.

ანუ ფიქრობ, რომ ეს სფერო ფულს მოიზიდავს?

საზღვარგარეთ გაყიდვებს თუ გულისხმობთ, ქართული მოდის სახლები უკვე მუშაობენ, ქართველი დიზაინერები უკვე იყიდებიან წარმატებით. მათ ისწავლეს, რა არის ბაიერის ფასი. 3-4- დიზაინერი იყო საქართველოში, ვინც ეს იცოდა. მიხვდნენ, რომ სხვანაირად ვერ იმუშავებენ (იღიმის).

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

November 2, 2017 / 1:43 pm

TOP სიახლეები

სექსუალური ქეთა საცურაო კოსტიუმში და რომანტიული შვებულება გუფისთან (ფოტო)

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, როგორ ისვენებს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან გუფისთან ერთად. ამჯერად კი ინტერნეტში 31 წლის მომღერლისა და 38 წლის რეპერის ახალი რომანტიკული ფოტოები ვრცელდება. ქეთა ფოტოებზე შავი და ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი ერთად ირუჯება. ეს ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად გუფიმ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი […]

„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

მარიამ სანოგოს „ცხელი“ ფოტოები

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე ძალიან ბევრ ჩვენებაზე ნახავდით მოდელ მარიამ სანოგოს, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სხვადასხვა დიზაინერის ლუქებიც მშვენივრად მოირგო. მარიამის „ინსტაგრამის“ გვერდზე საკმაოდ ბევრ თამამ ფოტოს ნახავთ, მათ შორის პიკანტურსაც, სადაც საკუთარ უკანალს წარმოაჩენს.ფოტოები

ქართული „ქუჩის სტილის“ ვარსკვლავი (ფოტოები)

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი „ვოგისთვის“ საინტერესო გამოდგა. მისმა უკრაინულმა გამოცემამ საუკეთესო სთრით სთაილის მქონეთა ფოტოები გამოაქვეყნა მათ შორის ერთ-ერთი მოდური ჩამცმელის ფოტოც მოხვდა. ეს გოგონა არაერთხელ აღმოჩნდა სხვა გამოცემების ფურცლებზეც, ასევე საუკეთესოთა შორის. WMagazine.com-მა ასევე გამოაქვეყნა მისი ფოტოები, როცა წვრილი სათვალეების სიმრავლეზე მიანიშნა საქართველოში მოდურ ჩამცმელთა შორის. გამოცემამ დაწერა: „ყველაზე მაგარი თინეიჯერეითა და […]

სალომე ღვინიაშვილი საკუთარ ჩვენებაზე ლგბტ სამაჯურით წარდგა (ფოტო)

2 ნოემბერს, „თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, სალომე ღვინიაშვილის კოლექციის ჩვენება შედგა. დიზაინერმა ახალ ნამუშევრებში შავი, ბეჟი, თეთრი, იისფერი გამოიყენა, მკაცრი ხაზების პიჯაკებსა და მოსაცმელების პარალელურად, მის ნამუშევრებს შორის ნახავთ ძალიან ჰაეროვანი შიფონის კაბებსაც… ჩვენება მნიშვნელოვანი გამოდგა სხვა კუთხითაც. მაყურებლის წინაშე კოლექციის ბოლო მოდელის შემდეგ, თავის დასაკრავად, თავად დიზაინერი გამოვიდა. მას შავ სამოსზე ლგბტ […]

ქართველის დების ულამაზესი მბრწყინავი კოლექცია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ რუსეთში (ფოტო-ვიდეო)

რუსეთში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ მიმდინარეობს. მისი მონაწილეები არიან ქართველი დები, ნინა და გვანცა მაჭარაშვილები, რომელთა ბრენდიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. „Mach & Mach“-ის კოლექციიდან სამოსი რამდენჯერმე მოირგო ცნობილმა პოპშემსრულებელმა, კეტი პერიმ, რომელმაც ბრენდის ნამუშევრებიდან რამდენიმე პერფორმანსებზე, ყოველდღიურად და ასევე თავის ბოლო კლიპშიც ჩაიცვა… „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ რუსეთში […]

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში 2-6 ნოემბერს გაიმართება

თბილისის „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ 2-6 ნოემბერს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია რომელი ქართველი დიზაინერები მიიღებენ მონაწილეობას და წარადგენენ საკუთარ კოლექციებს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის. 2 ნოემბერს მოდის კვირეულს ავთანდილი გახსნის, 16:00 საათზე, ამ დღის მნიშვნელოვან კოლექციებს შორისაა ანუკა ქებურიას (18:00), სალომე ღვინიაშვილის (19:00) და დათუნა სულიკაშვილის (21:00) ჩვენებები. 3 ნოემბერს უცხოელი ბაიერებისა და მოდის კრიტიკოსების, […]

რეკლამა