“აღარავის რომ აღარ უნდა ვენდო მივხვდი საბოლოოდ” – ლინდა ადამია

0
2743

მომღერალი ლინდა ადამია ფეისბუქზე წერს:

„დღეს ძალიან ნეგატიური და ბევრი რამ გავიგე, რამაც ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ მოკლედ ვიტყვი. ძალიან მიამიტი და უბოროტო ვარ და აღარავის რომ აღარ უნდა ვენდო მივხვდი საბოლოოდ (რათქმაუნდა ყველას არ ეხება საბედნიეროდ). მადლობა ჩემს ოჯახს და დედაჩემს მეათასედ, რომ ასეთი გამზარდა და პატიოსანი, სუფთა ადამიანი მომიყვანა აქამდე და არასდროს გავუცრუებ იმედს ვპირდები. მადლობა დედა.

და კიდევ არასდროს ვყოფილვარ შემტენი და მითუმეტეს არასდროს რამის მისაღწევად არავის შევეტენები. ჩემი მეგობრები კარგად მიცნობენ როგორი პირდაპირი ვარ.

მხიარული, გამგები, მოსიყვარულე, თბილი და პოზიტიური თუ ვარ ეს იმიტომ, რომ მკაცრი დედის და მამის ხელში გავიზარდე. უამრავი მინუსი მაქვს ვიცი და ვცდილობ ეტაპობრივად გამოვასწორო. მადლობთ ყურადღებისთვის. მიყვარხართ და გაფასებთ.“- წერს ადამია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here