აღადგინეს თუ არა ურთიერთობა სალომე ჭაჭუამ და გიგი გაჩეჩილაძემ

0
185

სალომე ჭაჭუას პირადი ცხოვრება ყოველთვის ინტერესის საგანია. გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების შემდეგ ისევ დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ გიგი გაჩეჩილაძე და სალომე შესაძლოა, შერიგებულიყვნენ, თუმცა ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.

გიგი გაჩეჩილაძემ ახლახან “მარაო რუსთავი 2“-ის გადაცემაში “კოქტეილი” გასცა პასუხი შეკითხვას, აღადგინა თუ არა სალომესთან ურთიერთობა და თქვა: “სიყვარულის აღდგენა არ მომხდარა და არც არანაირი საფუძველი არსებობს, რომ რაიმე მოხდეს. რაც შეეხება მეგობრობას, რა თქმა უნდა, აღვადგინეთ და გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა“.

გიგის ნათქვამმა მეგობრობის შესახებ დაგვაინტერესა და სალომე ჭაჭუას დავუკავშირდით, თუმცა მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.