“აეროსმიტის” ბილეთები 3 საათში გაიყიდა!..

0
2120

Biletebi.ge-სა და tkt.ge-ზე განთავსებული “აეროსმიტის” კონცერტზე დასასწრები ბილეთები სამ საათში სრულად გაიყიდა. სოცქსელში ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად წერენ, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის “ბლექ სი არენაზე” კონცერტს უამრავი მისი თაყვანისმცემელი ელოდება. აჭარაში 20 მაისისთვის სასტუმროების ნაწილი უკვე სრულადაა დაჯავშნილი.

გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში “აეროსმიტი” საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს და ყველა ცნობილ კომპოზიციას შეასრულებს.

“აეროსმიტის” კონცერტი საკმაოდ ძვირად ღირებულია. ის სახელმწიფო პროექტის “ჩექ იმ ჯორჯიას” ფარგლებში იმართება. საზოგადოების ნაწილმა დასვა კითხვა, რატომ იხარჯება რამდენიმე მილიონი როკჯგუფის ჩამოსაყვანად.

“გადაურბინა ერთმანეთს “აეროსმიტის” ბილეთების რიგში იმ ხალხმა, ცოტა ხნის წინ რომ წერდა: “აუ პროშტა 5 მილიონს რაში ყრიან ეს დეგენერატები, ხალხს პურის ფული არ აქვშ…”

ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა დავით კოვზირიძემ (“მძიმე კაცთან” წამყვანი) მას შემდეგ, რაც კონცერტზე დასაწრები ბილეთები სრულად გაიყიდა.

როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა კანდელაკი წერს, შავი ზღვის სანაპირო, ამ კონცერტის წყალობით, ბევრად ადრე დაიწყებს სეზონს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here