აჩი ფურცელაძის ახალ სიმღერაში ნანი ბრეგვაძე მონაწილეობს

0
723

აჩი ფურცელაძემ ახალი სიმღერა დაწერა, რომლის ტექსტიც და მელოდიაც მას ეკუთვნის. მიყ-ვარ-ხარ – ასე ერქმევა ახალ სიმღერას და ამ სიტყვის ასე დაწერის შთაგონება მომღერალმა სამი წლის წინ, ერთ-ერთი საუბრისას, დათო ევგენიძისგან მიიღო.

აჩის ახალ სიმღერაში ლეგენდარული ქალბატონი, ნანი ბრეგვაძეც მონაწილეობს. როგორც აჩიმ გვითხრა, ის კომპოზიციაში საინტერესოდ იქნება ჩართული და მცირე ეპიზოდში იმღერებს.

სიმღერა ჩაიწერა სტუდია „უნივერსალში“, ხოლო საქსოფონის პარტია ჩაწერა ზურაბ მახნიაშვილმა. არანჟირების ავტორი დიმიტრი თეიმურაზოვია. აჩიმ ეს სიმღერა ელენე დუმბაძეს მიუძღვნა.

აჩი ფურცელაძე:

ჩავწერე ახალი სიმღერა მიყ-ვარ-ხარ, რომელსამ მსმენელი ახალ წლამდე მოისმენს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ სიმღერაში ისაა, რომ მასში ნანი ბრეგვაძე მონაწილეობს. მას ერთი პატარა მონაკვეთის ჩაწერა ვთხოვე. ეს სიურპრიზი იქნება. ვინც ამ კომპოზიციას მოისმენს, აუცილებლად ძალია კარგი რეაქცია ექნება, როცა ნანის ხმას გაიგებ. სიმღერა ჩემებურად არის გაკეთებული და ვფიქრობ, რომ ჰიტი გახდება. ეს იქნება აჩის ახალი ტოპკა ახალი წლისთვის (იღიმის).

ვიდეორგოლზე ვფიქრობ, თუმცა მასში ქალბატონი ნანი არ მიიღებს მონაწილეობას. თავიდანვე მთხოვა ასე, ამიტომაც მას გამოვაჩენ რომელიმე საინტერესო ძველი კადრით, ვნახოთ…

ვფიქრობ, ისეთი ორიგინალური ნამუშევარი გამოვა, როგორშიც ნანის არასდროს მიუღია მონაწილეობა.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here