აჩი ფურცელაძემ სომეხ მომღერალთან ერთად დუეტი ჩაწერა (ვიდეო)

0
2021

„ქართველი და სომეხი, მუდმივი კამათი“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ჩაწერაც აჩი ფურცელაძეს, მისმა სომეხმა მეგობარმა და კოლეგამ – გაგიკ ეზაკიანმა შესთავაზა. ის, რომ ტექსტში სომხებისა და ქართველების მეგობრობასა და მათ მუდმივ კამათზე უნდა ყოფილიყო, აჩიმ მოიფიქრა. სტუდიაში სიმღერის ჩაწერის შემდეგ იქვე კლიპიც გადაიღეს, რომელიც უკვე მზადაა და „იუთუბზეა“ განთავსებული. მელოდიის არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის.

როგორც აჩი აღნიშნავს, თავიდან მელოდია არსებობდა, მაგრამ გაგიკს არ მოსწონდა და დასახმარებლად ზაზა ხუბუკელაშვილს მიმართა, რომელმაც მელოდია ტექსტს მოარგო და არანჟირებაც თავად შექმნა. სიტყვები გიორგი კარაპეტიანმა დაწერა – „ორი ქვეყანა, ორი და, ორი ლამაზმანი, ვერ გაიგებ, რომელი უფრო მოგწონს, ორი ბედისწერა, ორი ჯვარი, ორი ისტორია, სომეხი და ქართველი, მუდმივად კამათობდნენ“, მღერიან შემსრულებლები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here