აჩი ფურცელაძემ “მთავარი სცენის“ ჟიური გადარია (ვიდეო) – “რეალურად მაგარი ხარ…“

აჩი ფურცელაძემ “მთავარი სცენის“ ჟიური გადარია (ვიდეო) – “რეალურად მაგარი ხარ…“

აჩი ფურცელაძე რუსეთში კარიერას იწყობს. ჯერ “ვოისში“ გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებულადაც, შემდეგ კი პროდიუსერებმა რუსული “პირველი არხის“ კიდევ ერთ მეგაპროექტში მიიწვიეს, რომელიც “X ფაქტორის“ ანალოგი გახლავთ და “მთავარი სცენა“ ჰქვია.

ამჟამად პროექტის მეორე სეზონი მიმდინარეობს. ჟიურის წევრებს შორის ვალერი ლეონტიევი, ვლადიმირ პრესნიაკოვი და დიანა არბენინა არიან. აჩი ფურცელაძემ მეოთხედფინალში მოსახვედრად ძალები არ დაიშურა და საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა ცნობილი სიმღერა “У природы нет плохой погоды“.

შესრულების შემდეგ აჩიმ დარბაზისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო ჟიურის წევრებისგან საქებარი სიტყვების მთელი კორიანტელი. ერთ-ერთმა მას უთხრა: “აჩი, რეალურად ძალიან მაგარი ხარ…“ ვალერი ლეონტიევის თქმით, მან ვითარება, რომელიც წინა შეჯიბრების დროს შეიქმნა, შესანიშნავად განმუხტა და ჟიურის წევრები საუკეთესო ხასიათზე დაააყენა, ხოლო ვლადიმირ პრესნიაკოვის შეფასებით, ქართველმა შემსრულებელმა ბევრი დადებითი, პოზიტიური და ვაჟკაცური მუხტი აჩუქა მათ…

სიახლეები/

|

December 1, 2015 / 1:53 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

აჩი ფურცელაძემ და სალომე გოგიაშვილმა საზაფხულო ჰიტი ჩაწერეს (ვიდეო)

აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი ჩელენტანოს ძველი სიმღერის ქართული ვერსიის ახლებურ ვარიანტზე მუშაობენ. არანჟირების ავტორი დავით უგრეხელიძეა. როგორც გახსოვთ, ეს სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „რომ არ მოგეფერო“, წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. აჩიმ და სალომემ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საუბრობენ, რომ ამ სიმღერის საცეკვაო ვერსიას მალე მოვისმენთ და ახალი საზაფხულო ჰიტი გველოდება. (ვიდეო)

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

აჩი ფურცელაძე: „ინტრიგის მოსახსნელად, შეხვდით ჩემს ახალ სიყვარულს…“

აჩი ფურცელაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ელენე დუმბაძეა. მომღერალმა და წამყვანმა თავად გადაწყვიტა ამ სიახლის გაზიარება და სოციალურ ქსელში ელენესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, თან, მიწერა: „ინტრიგის სრულად მოსახსნელად, გთხოვთ, შეხვდით ჩემს ახალ სიყვარულს – ელენე დუმბაძე…“ შეგახსენებთ, რომ აჩი მეუღლეს, რომელთან ერთადაც რუსეთში ცხოვრობდა, რამდენჯერმე შეურიგდა და დაშორდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ახალი სიყვარული იპოვა.

აჩი ფურცელაძემ სომეხ მომღერალთან ერთად დუეტი ჩაწერა (ვიდეო)

„ქართველი და სომეხი, მუდმივი კამათი“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ჩაწერაც აჩი ფურცელაძეს, მისმა სომეხმა მეგობარმა და კოლეგამ – გაგიკ ეზაკიანმა შესთავაზა. ის, რომ ტექსტში სომხებისა და ქართველების მეგობრობასა და მათ მუდმივ კამათზე უნდა ყოფილიყო, აჩიმ მოიფიქრა. სტუდიაში სიმღერის ჩაწერის შემდეგ იქვე კლიპიც გადაიღეს, რომელიც უკვე მზადაა და „იუთუბზეა“ განთავსებული. მელოდიის არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. […]

რეკლამა