აბიტურიენტის დედა გამოცდებზე შექმნილ გაუსაძლის პირობებზე წერს – „კი, ეს წამებაა!..“

აბიტურიენტის დედა გამოცდებზე შექმნილ გაუსაძლის პირობებზე წერს – „კი, ეს წამებაა!..“

„ფეისბუქ“-მომხმარებელი კირა კიწმარიშვილი წერს იმ გაუსაძლისი სიცხის შესახებ, სადაც ოთხი საათის განმავლობაში აბიტურიენტებს უწევდათ ყოფბა მისაღები გამოცდების დასაწერად.

კირა აღნიშნავს:

„გუშინ დავწერე და არავის მიუქცევია ყურადღება. იურისტების აზრი მაინტერესებს და ეგებ გამარკვიოთ:

არის თუ არა წამება პაპანაქება ზაფხულში ბავშვების უწყლოდ დატოვება? მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ინსტრუქციებს გვაძლევს, როგორ გადავურჩეთ ამ კატასტროფულ სიცხეს, პატივცემული გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს უკონდიციონერო სივრცეში ამწყვდევს (სხვა სახელი არ ჰქვია) 4 საათით, 500 გრ. წყლით(!). რამდენიმე ბავშვი რომ დავინახე 1-ლიტრიანი ბოთლებით, ვიფიქრე, გადახედეს თავის “ჰუმანურ” მიდგომას-მეთქი, მაგრამ შევცდი – ამ ბავშვებითვის ეს ბოთლები ჩამოურთმევიათ (!) და სულ უწყლოდ დაუტოვებიათ.

გამოცდა რომ ისედაც სტრესია, ეს არ ახსოვთ ამ ფაშისტებს, ალბათ. თან გაუსაძლისად ცხელა, თან წყალი არ გაქვს საკმარისად… გგონიათ, სულ ესაა? არც პასტები წერს –

რაღაც გაუგებარი ტუშის პასტაა, რომელიც ან თხაპნის, ან საერთოდ არ ტოვებს კვალს პრიალა ზედაპირის მქონე ფურცელზე (თაბახი მაინც იყოს!), და ასმაგი ძალისმევა გჭირდება, რომ დაწერო. გამოცდის ნაწილი კომპიუტერთან ბარდება, ჰოდა, აქაც „თავის სიმაღლეზეა“ ყველაფერი – სისტემაც ჭედავს. სხვის მოყოლილს არ ვამბობ, რაც ჩემს შვილს გადახდა დღეს, იმას ვწერ: 6-ჯერ(!) შეაცვლევინა პასტა და მაინც არაა დარწმუნებული, რომ გამსწორებელი შეძლებს ნორმალურად დაინახოს, რა უწერია. + სისტემამ გაუჭედა და ნახევარი საათი იმას ელოდა, IT როდის მოვიდოდა და გაუწორებდა კომპს.

აი, ახლა გამაგებინეთ – არის თუ არა ეს მავნებლობა, მასხრად აგდება და წამება??

იმ აბიტურიენტების დედები თუ ამოიღებენ ნეტა ხმას, ვისაც წყლის ლიტრიანი ბოთლები ჩამოართვეს? მე სასამართლოში ვუჩივლებდი. და ნორმალური ქვეყანა რომ იყოს – მოვუგებდი.

კი, ეს წამებაა“.

სიახლეები/

|

July 4, 2017 / 1:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე-კუზანოვა საცურაო კოსტიუმში საკუთარ ფორმებს აჩენს – „გუგას აწყობილი…“

ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა თავს მუდამ უვლის და სულ ფორმაშია. ცნობილია მისი სიყვარული ძვირად ღირებული ბრენდების მიმართ და ზოგადად, შოპინგისადმი, რასაც მისი მეუღლე, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, გუგა კოზანოვი არ მიესალმება, თუმცა ნინოს გარდერობს ხშირად ემატება ახალი სამოსი და აქსესუარები. ნინო ნადირაძემ ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ქართველი დიზაინერის, თორნიკე მანჯავავიძის  „ნასიმოტოს“  ბრენდით მიერ შექმნილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს […]

ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა. მას შვილი დღეს შეეძინა. გახარებულმა დედიკომ კლინიკიდან გვაუწყა: „დღეს ჩემი ტკბილი თაია ბარამიძე გავიცანი“. მსახიობის მეუღლე რეჟისორია, ლევან ბარამიძე. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და პირველი გოგონა, ნენე შეეძინა, რომელიც სამი წლის გახლავთ. დედა-შვილი ერთად ძალიან კარგ დროს ატარებს ხოლმე და სოციალურ ქსელში უამრავი საერთო […]

ლიზა ყენიას სექსუალური ფოტოსესია

ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს და ძირითადად, მხოლოდ ფოტოებს ათავსებს ხოლმე. მცირე ხნის წინ ის მოსკოვში იყო სამოგზაუროდ. ახლა კი თბილისში დაბრუნდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ახალ სიმღერაზე მუშაობს. პარალელურად ლიზამ ახალი სექსუალური ფოტოსესია გადაიღო. მან ფოტოგრაფ Shotie Blackmore Photography-თან იმუშავა. როგორც ხედავთ, ფოტოები ძალიან ლამაზი გამოვიდა.

Facebook

რეკლამა

რეკლამა