9 აგვისტოს ბათუმის კორტებზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება

0
604

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები აღიარებულ კომპოზიტორსა და შემსრულებელს, გორან ბრეგოვიჩს უმასპინძლებს. მისი კონცერტის ორგანიზება საკუთარ თავზე დათო ოქიტაშვილის კულტურის პალატამ აიღო. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ გორან ბრეგოვიჩი საქართველოს ყოველ წელს სტუმრობს კონცერტებით და მსმენელის ინტერესი მის მიმართ არ ნელდება.

ღონისძიება საღამოს ათ საათზე დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here