6 ქართული ბრენდი Pitti Uomo-ს ჩვენებაზე

6 ქართული ბრენდი Pitti Uomo-ს ჩვენებაზე

ქართველი დიზაინერების პოპულარობა დიდი ხანია გასცდა ვიწრო პროფესიონალურ წრეს და მალე ალბათ, მთელ მსოფლიოს დაპყრობს, რადგან ერთის მხრივ, სწორედ საქართველოდანაა დღეისთვის ყველაზე პროდუქტიული, ძმების დემნა და გურამ გვასალიას დუეტი, რომელმაც Balenciaga-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა Vetements შექმნა და მნიშვნელოვნად გაზარდა ფრანგული მოდის სახლის შემოსავალი, მეორეს მხრივ კი, შეუძლებელი აღმოჩნდა თბილისში გამართული მოდის კვირეულის Mercedes Benz Fashion Week Tbilisi დავიწყება, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო მასშტაბური ხდება, შვიდ დღეს გრძლედება და მოდის მოყვარულებს უნიჭიერესი ქართველი დიზინერების საინტერესო შოუებით ანებივრებს.

მოდის კვირეულის დამაარსებლისა და უცვლელი ხელმძღვანელის სოფო ჭყონიას წყალობით, უცხოელი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და მრავალრიცხოვანი ბაიერები კარგად იცნობენ ქართულ მოდას, თვითონაც ხშირად სტუმრობენ ქვეყანას და ქართველ დიზაინერებს მუდმივად ეპატიჟებიან სამშობლოში. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ წელს, ფლორენციაში გამართულ Pitti Uomo-ს მამაკაცის ტანსაცმლის გამოფენას, Guest Nation-ის პროექტის ფარგლებში ერთდროულად ექვსი ქართველი დიზაინერი სტუმრობდა.

Guest Nation-ის პროექტში მონაწილეობა არა მხოლოდ Pitti Uomo-ს ორგანიზატორთა დაფასება და მაღალი შეფასება, არამედ უნიკალური შესაძლებლობაა დიზაინერისთვის აიმაღლოს პროფესიონალიზმი და დაიმკვიდროს ადგილი მოდის ინდუსტრიაში, რაც შესანიშნავად შეძლო ქართულმა ექვსეულმა, რომელსაც დიდი ინტერესით შეხვდა საერთაშორისო პუბლიკა.

 

Situationist

 

ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის ბრენდზე, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ხშირად წერენ Dazed, Vogue და სხვა მოდური გამოცემები, ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი კი, მის ყველაზე დიდ თაყვანისმცემლად ითვლება. მართალია, თავიდან თვითნასწავლი დიზაინერი ირაკლი რუსაძე მოდელებს ქმნიდა, მხატვარი და ფოტოგრაფი დავით გიორგაძე კი, მის პრეზენტაციაზე ზრუნავდა, მაგრამ ახლა, ირაკლი დამოუკიდებლად უძღვება ბრენდს, რომელიც ქალის ტანსაცმლის შექმნაზე მუშაობს და  ერთდროულად მეტად მარტივი და საკმაოდ რთული სილუეტის მოდელებს ქმნის. შთაგონებას ირაკლი საქართველოს ისტორიაში ეძებს, მისი მთავარი პერსონაჟი კი, პოსტსაბჭოთა ეპოქის ქალია, რომელიც თამამად ერევა ყველა სირთულეს.

აზნაური

Aznauri – ირაკლი რუსაძის მეორე და შედარებით ახალი ბრენდია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მამაკაცის ტანსაცმელის კოლექციებში იდეალურად გააერთიანა ტრადიციები და genderless-ის სუპერთანამედროვე კონცეფცია. მართალია, მოდელებში 1990-იანი წლების სტილიც იგრძნობა, მაგრამ ირაკლი მას თავისებურად – ბევრად ლაკონურად და ელეგანტურად ხედავს. ტანსაცმლთან ერთად, Aznauri-ის ბრენდით ირაკლი მამაკაცის ფეხსაცმელსაც უშვებს, ზაფხულის სეზონზე მოდის მოყვარულებს ტყავის სანდლების, შემოდგომაზე კი, მასიური ბათინკების შეძენას სთავაზობს.

 

ვასკა

ბრენდის დამაარსებელი ვასილ ტაბატაძე განათლებით არქიტექორია, ამიტომ ყველა მისი მოდელი იდეალურადაა შეკერილი და არაჩვეულებრივი დრაპირებით გამოირჩევა. ვასილის იაპონური ვინტაჟის აბრეშუმის ან ძველი ხავერდის ტიპის, იშვიათი ნატურალური ქსოვილი მოსწონს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს, კაცისა და ქალის ტანსაცმლის დამოუკიდებელ კოლექციებს ქმნის და ყოველთვის საერთო კოლექციით აერთიანებს.

 

გოლა დამიანი

ბრენდი Gola Damian საკუთარი შემქმნელის სახელს ატარებს და “ახალი დენდიზმის” სტილს ქადაგებს, მოხდენილად აერთიანებს სპორტს, ვიქტორიანულ სტილს და ორიგინალურ პრინტს. გოლას მოდელები ყოველთვის თავისუფალია გენდერული იარლიყებისგან, ეპატაჟის სიყვარულით კი, არც დემნა გვასალიას ჩამორჩება.

(ვრცლად/ფოტოები)

 

 

 

 

 

 

სიახლეები/

|

June 15, 2018 / 11:17 am

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Situationist-ის კოლექციის ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე თბილისში – რუსული ვოგი (ფოტოები)

ქართული ბრენდის Situationist ახალი, 2018/2019 წლების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა თბილისში გამართულ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე. რუსული „ვოგის“ ყურადღების ცენტრში ამ ბრენდის კოლექცია აღმოჩნდა, მამაკაცებისა და ქალებისთვის შექმნილი ნამუშევრები, ბრენდის უცვლელის ხელწერის ფარგლებში, კვლავ, ძირითადად ტყავით შეიკერა. გთავაზობთ დიზაინერ ირაკლი რუსაძის მორიგ ნამუშევარს. (ფოტოები)

პრიანკა ჩოპრა ქართველი დიზაინერების საყურით (ფოტო/ვიდეო)

მეგან მარკლის უახლოესი მეგობარი, ამერიკული კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი, „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა ქართველი დიზაინერების საყურით პოზირებს. დრაკონის ფორმის საყურე პრიანკას ცნობილი გამოცემის Harper’s Bazaar -ის გადაღებებზე უკეთია. ვიდეოში მსახიობი ამბობს, რომ ეს მისი ფავორტი სამკაულია. იხილეთ მეტი…

„სახის გარეშე“ – ლაშა მდინარაძის ახალ კოლექციაზე უკრაინული „ვოგი“ წერს

ქართველი დიზაინერი ლაშა მდინარაძე, რომლის ბრენდიც „გუდუს“ სახელითაა ცნობილი, უკრაინული „ვოგის“ ყურადღების ცენტრში მოხვდა თავისი ახალი ლუქბუქით, სადაც 2018-2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან რამდენიმე ნამუშევარია წარმოდგენილი. ლაშა ცხოვრობს და მუშაობს კიევში. „სახის გარეშე“, ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ამ ფოტოებით წარმოადგინა. დიზაინერს უკრაინუკლი „ვოგი“ აღწერს, როგორც ეკლექტიკისა და მრავალფეროვნების მოყვარულს, რადგან მას უყვარს ერთმანეთთან დაუკავშირებელი სტილის სინთეზი. […]

როგორ მოხვდა ბელა ჰადიდის გარდერობში ქართველი დიზაინერების სამოსი?

- ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ბელა ჰადიდი რომ ატარებს ჩვენს სამოსს. ასეთ საკითხებზე, ლეიბლების მენეჯერები ბევრს მუშაობენ, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. როცა „ვოგის“ საიტზე დაიდო ჩვენი ლუქები, ბელა ჰადიდის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მოდელი ოთხი ლუქით დაინტერესდა.

ულამაზესი ბელა ჰადიდი პარიზში ქართველი დიზაინერის სამოსით დადის

საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის, ბელა ჰადიდის დახმარებით. პარასკევს, პარიზში ყოფნისას მოდელი "ჯივენშის“ ჩვენებაზე ქართული ლეიბლის "Situationist-ის" სამოსით გამოჩნდა, მოგვიანებით კი ამავე ბრენდის სამოსით შეხვდა კენდალ ჯენელს და დიზაინერ რიკარდო ტიშის.

რეკლამა