4 დეკემბერს „Spacehall“-ში ექსპერიმენტულ დუოს -„Easter“ მოუსმენთ

0
1570

4 დეკემბერს ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME და მულტიფუნქციური კულტურული სივრცე SPACEHALL თანამედროვე ინდი პოპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახეს, EASTER-ს წარმოგიდგენთ.

EASTER ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია, რომელიც მუსიკოსმა შტაინ ომარმა და პროდიუსერმა მაქს ბოსმა დააარსეს. მათ პირველმა ალბომმა Ur a Great Babe (2011 წელი) დიდი წარმატება მოუტანა.

ინდი პოპბენდის შემოქმედება სოციალური ტექსტებით გამოირჩევა და შექმნის დღიდან აკეთებს აქცენტს სექსუალობასა თუ სხვა აქტუალურ თემაზე.

2012  წელს ბენდმა ახალი ალბომი, The Softest Hard გამოუშვა.

კოლექტივი ვიდეოარტისა და ელექტრონული პოპის ჟანრში მოღვაწეობს. დუოს სახელწოდება EASTER (რომელიც ითარგმნება, როგორც აღდგომა) იმ ფაქტმა განსაზღვრა, რომ მუსიკოსები კარიერის დასაწყისში სხვადსხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს კი სააღდგომო არდადეგებზე ხვდებოდნენ.

გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, წყვილი 2014 წლიდან მოყოლებული სატელევიზიო სერიალზე მუშაობდა – Sadness Is An Evil Gas Inside Of Me – ასე ჰქვია საპნის ოპერას, რომელიც  ადამიანთა ორ ჯგუფზე მოგვითხრობს – ისინი თავიანთ მიკროსამყაროში უცხოთა ჩამოსვლას უმკლავდებიან.

ივენთი საღამოს რვა საათზე დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here