28 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ გაიმართება

0
2391

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ეგიდით, 2018 წლის 28 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“, მამა-შვილი, ჯემალ და გია ბაღაშვილების ცნობილი საკონცერტო კომპანია, წარმოადგენს ლეგენდარული ქართული ანსმბლის, „ივერიას“ საესტრადო კლასიკად ქცეულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“.

„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. მხოლოდ თბილისში, მიუზიკლი სხვადასხვა წელს 670-ჯერ ჩატარდა.

წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ დაიდგმება, იქნება საიუბილეო, ვინაიდან ანსამბლს შეუსრულდა 50 წელი და ლეგენდარულ „ივერიელებთან“ – თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ისეთი აღიარებული ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნუზა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლის, „ქუჩის მუსიკოსების“ ორივე თაობა გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვ.

დამდგმელი რეჟისორი – ჯემალ ბაღაშვილი

დამდგმელი მხატვრები – ვახტანგ ფილფანი და ანი ნინუა

დამდგმელი ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე

სასცენო მოძრაობა – გოგა ოსეფაშვილი

მუსიკალური ხელმძღვანელი – გია ბაღაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here