23 ივნისს, „თბილისი რიტმის“ ფარგლებში, ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება

23 ივნისს, „თბილისი რიტმის“ ფარგლებში, ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება

თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისი რიტმი“, რომლის ოფიციალური წარდგენა გაიმართა 2017 წლის 24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით „მარე ნოსტრუმ“- იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.

წელს, 12 ივნისს, ფესტივალს ხსნის ჯაზის ამომავალი ვარსკლავი, ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად.

23 ივნისს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ფესტივალს დახურავს “ნიაზ დიასამიძე- 33 ა” თბილისის საკონცერტო დარბაზში.

ნიაზ დიასამიძის მუსიკალურ კომპოზიციებში რიტმულ დინამიკურობას ქმნის შესრულების უჩვეულო მანერა, რომელიც ჟანრობრივად აერთიანებს რეგის და ფოლკ-როკს. მისი საოცარი ხმის ტემბრი ჰარმონიულად აბალანსებს გიტარისა და ფანდურის ჟღერადობას. ამ ყველაფერში იგრძნობა ძლიერი რაინდული სულისკვეთება და ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემა, რამაც განაპირობა ნიაზის პოპულარობა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში.

ფესტივალის “თბილისი რიტმი” ორგანიზატორია კომპანია „თაგის არტი – მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“.

სიახლეები/

|

May 30, 2018 / 2:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნიაზ დიასამიძემ პოლიტიკური კონტექსტის ლექსი გამოაქვეყნა: „ბარაკებში წუხს, დარბაზებში ძღებს… გპირდებიან გემს, გამადლიან ზღვას…“

„ოდითგანვე ქუხს, ოდითგანვე ჭექს! ღრუბელს აქეთ წვიმს… ღრუბელს იქეთ მზევს… მავთულს იქეთ ხლართს -მართულს აქეთ ომს… პირველ სახლში ჭარბს მეორეში თოვს… თავისუფალ გონს ვერ მოუგებ ომს! მხოლოდ ცოდნა ქუხს, მხოლოდ სული კვეთს… .ბარაკებში წუხს, დარბაზებში ძღებს… ეკითხები ერთს, გპასუხობენ სხვას… გპირდებიან გემს, გამადლიან ზღვას…“ ნიაზ დიასამიძემ თავისი სიმღერის „თავისუფალი“ ტექსტი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. სიმღერა […]

23 ნოემბერს ნიაზ დიასამიძე კონცერტს თბილისი ივენთ ჰოლში გამართავს

23 ნოემბერს, გიორგობას, „თბილისი ივენთ ჰოლი“ ნიაზ დიასამიძესა და „33 ა“-ს მასპინძლობს, ამ ბოლო დროს ნიაზი თავის მსმენელებს თბილისშიც და მის ფარგლებს გარეთაც ანებივრებდა მუსიკალური საღამოებით და როგორც ჩანს, კიდევ ერთი კონცერტის გამართვა გადაწყვიტა. ქართველმა მუსიკოსმა და „33ა“-ს ვოკალისტმა  ჯგუფი 1994 წელს დააარსა, ძირითადად მის ჟანრს ფოლკ-როკი წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე […]

13 ოქტომბერს გურჯაანში ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება

13 ოქტომბერს, გურჯაანში, „ახტალაში“, 13:00-19:00 საათზე, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018 გაიმართება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი. კონცერტზე შესრულდება მსმენელისთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები ჯგუფის რეპერტუარიდან.

„ფუძეობაზე“ 8 სექტემბერს ნიაზ დიასამიძე იმღერებს

გრძელდება რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, რომლის ფარგლებშიც სტეფანწმინდაში, 8 სექტემბერს, ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება. კონცერტი 14:00 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება თავისუფალია. ნიაზ დიასამიძე საკუთარი კომპოზიციებიდან ნაცნობ და ახალ მელოდიებს შემოგვთავაზებს. „ფუძეობის“ ფარგლებში რაჭაში უკვე გაიმართა დავით არჩვაძის საავტორო კონცერტი, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

ნიაზ დიასამიძე ერთ კონცერტზე გამოსვლაში 18 750 ლარს მიიღებს – როგორია სხვა მომღერლების ჰონორარები

Gbc.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისში, 2 მაისს გალაკონცერტი იმართება, სადაც რამდენიმე მომღერალი და ჯგუფი იღებს მონაწილეობას. კონცერტის მინიმალური ჰონორარი თითო მომღერალზე 1000 ლარია. სწორედ ამდენს იღებენ სალომე ბაკურაძე და გიორგი მეფისაშვილი, მუკრი კაპანაძის ჰონორარი 1225 ლარი იქნება, ტრიო „ბალადა“ კი 1250 ლარს მიიღებს. ქუთაისის მერიის მიერ ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს ასევე ჯგუფი „ფრანი“, რომელიც 7500 ლარს […]

რეკლამა