21 აგვისტოს „ჩხიკვთა ქორწილის“ პრესკონფერენცია გაიმართება

0
1572

21 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ (ლერმონტოვის #10) „ჩხიკვთა ქორწილთან“ დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან: „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალური დირექტორი, გია ბაღაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ბაღაშვილი.

პრესკონფერენციის თემა: ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილი“ განახლებულ ვერსიას, რომელსაც მაყურებელი 28 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ იხილავს. ღონისძიება „ჩექ ინ  ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“ საიუბილეო დადგმაა და ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ „ივერიელებთან“ – თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები:  ნუზა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი, „ქუჩის მუსიკოსები“ გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვ.

კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია

ლიბრეტოს ავტორები – ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი

მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე

დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე

სასცენო მოძრაობა – გოგა ოსეფაშვილი

მუსიკალური ხელმძღვანელი – გია ბაღაშვილი

დამდგმელი რეჟისორი – ჯემალ ბაღაშვილი

გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი

მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი „O.K.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here