17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

0
1711

17 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ და „ჩექ ინ ჯორჯია“ წარმოგიდგენთ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოს. „ბლექ სი არენას“ მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს.

კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები.

ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრისათვის, რომლისთვისაც მან არაერთი შესანიშნავი სიმღერა შექმნა.

ჯანსუღ კახიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ხალხურ ინტონაციას ესტრადისათვის მანამდე არნახული ფუნქცია მოუნახა, რაც ბრწყინვალედააა წარმოჩენილი იმ საკონცერტო პროგრამაში, რომელიც ვახტანგ კახიძემ თბილისის სიმფონიური ორკესტრისათვის განახლებული საორკესტრო არანჟირებებით წარმოადგინა.

კონცერტის მეორე განყოფილებაში კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება. ავტორი კი არა მხოლოდ დირიჟორობს კონცერტს, არამედ თავადაც ასრულებს თავის სიმღერებს, ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად.

კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის, ვახტანგ კახიძის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილ პროგრამაში სხვადასხვა წელს შექმნილი მისი ყველაზე პოპულარული მუსიკა  სრულდება.

მონაწილეობენ:

თბილისის სიმფონიური ორკესტრი,  ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები),  მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

კონცერტის ქრონომეტრაჟი: 2 საათი

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 4 ივლისს, 20:00 საათზე,  tkt.ge-სა და biletebi.ge-ს საშუალებით. ფასი: 20-50 ლარი, ვიპზონა – 100 ლარი.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here