13 მაისს „ნიუტონის“ წევრის, ბაბის დასახმარებლად კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება

13 მაისს „ნიუტონის“ წევრის, ბაბის დასახმარებლად კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება

როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, მუსიკაოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ჯგუფ „ნიუტონის“ წევრი მკურნალობს მძიმე დაავადებას და შესაბამისად, ფინანსური დახმარება სჭირდება. მისთვის ხელის გასამართად მისი კოლეგები უკვე რამდენჯერმე გაერთიანდნენ.

13 მაისს ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ და მუსიკოსის მეგობრები თბილისის ივენთ ჰოლში შეიკრიბებიან. საღამო 20 საათზე დაიწყება. კონცერტს ნანკა კალატოზიშვილი და ზუზუ ბეჟაშვილი წაიყვანენ. ბილეთის ფასი 15 ლარია.

მონაწილეობენ:

  • NIUTONE
  • BAND E ROLL
  • MIX2RA
  • THE WINDOW
  • GOOFY LAND
  • NEW ONE
  • 1/4
  • რეზო და ბავშვები
  • ოთო ნემსაძე
  • გიორგი სუხიტაშვილი
  • ქეთი ორჯონიკიძე
  • სოფო ტოროშელიძე
  • DJ გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge

სიახლეები/

|

May 11, 2017 / 2:35 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ანა მარგველაშვილის რომაული არდადეგები (ფოტოები)

პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობრებთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში იმყოფება. ანა მარგველაშვილი რამდენიმე დღეა, ფოტოებს რომიდან დებს. როგორც ჩანს, მან ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გადაწყვიტა და ფოტოებს სხვადასხვა ადგილიდან აქვეყნებს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სალომე კორკოტაშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

სალომე კორკოტაშვილი ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მუსიკოსი ქართველი კოლეგის თამუნა ბაბილუას, ბაბის დასახმარებლად "რუფტოპში" კონცერტს გამართავს, ღონისძიება 21 მარტს გაიმართება.

ბაბის და ანანო ღიბრაძის ერთობლივი პროექტი

საბავშვო იურმალას გაარჯვებული, ახალგაზრდა მომღერალი, ანანო ღიბრაძე "ბრავო რექორდს-ში" ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს. სიმღერის სახელწოდებაა “Power”. მუსიკის ავტორი, უნიჭიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი, თამუნა ბაბილუაა (ბაბი), ტექსტი სალი შუბითიძეს, ხოლო არანჟირება, ბორიკო შხიანს ეკუთვნის. სიმღერა მომღერლის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოცემაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ნიუტონის“ ბაბი სცენას დაუბრუნდა (ფოტოები)

პიანისტი და ვოკალისტი თამარ ბაბილუა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, ახლაც მკურნალობის პროცესშია. მცირე ხნის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რის შემდეგაც თავს კარგად არ გრძნობდა. მის დასახმარებლად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რათა კიდევ ერთი ოპერაციისა და მკურნალობის თანხა შეგროვებულიყო. მისმა მეგობრებმა საჭირო თანხის შეგროვება შეძლეს. სოცქსელში ბაბის არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა […]

“ნიუტონის” სოლისტის ემოციური მიმართვა

"რა თქმა უნდა მე ვერასოდეს ვერ გადავიხდი იმას, რაც თქვენ ჩემო მეგობრებო ჩემთვის გააკეთეთ და ასევე აკეთებთ. ვიცოდი რომ გიყვარდით, მარა მთლად ასეც (ვხუმრობ რათქმუნდა). მეც ძალიან მიყვარხართ, მენატრებით და გული ცრემლებით მევსება. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ასეთი თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის.

„ნიუტონის“ სოლისტს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დახმარება სჭირდება!..

ჯგუფი „ნიუტონი“ ქართველი მსმენელისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. „ნიუტონი“ უკვე დიდი ხანია, ქართულ მუსიკალურ სამყაროში მუშაობს, პიანისტი თამარ ბაბილუა კი სამი წელიწადია, მის შემადგენლობაშია. თამარის, ანუ ბაბის, როგორც მას ახლობლები ეძახიან, ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია. მას სიმსივნე ჰქონდა და შესაბამისი მკურნალობაც გაიარა, თუმცა მცირე ხნის წინ ბაბის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. 2 თებერვალს მუსიკოსს ოპერაცია […]

რეკლამა