11 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე” „შვიდკაცასა” და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი იგეგმება!..

0
1797

11 აგვისტოს, ანსამბლი „შვიდკაცა” სცენაზე მოღვაწეობის 20 წელს, „ბლექ სი არენაზე”, ქართველ მსმენელთან და 8 „გრემის” მფლობელ ამერიკულ ვოკალურ სექსტეტთან ერთად აღნიშნავს. ბრწყინვალე აკაპელა ჯგუფი Take 6 „ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, საქართველოს ეწვევა და საქართბელოს ბანკის” პარტნიორობით გამართულ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

ორივე ჯგუფი საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერებს შეასრულებს ორკესტრთან ერთად. დაგეგმილია მუსიკალური სიურპრიზებიც, რომლებიც მსმენელისთვის საინტერესო და ორიგინალური მოსასმენი იქნება.
“შვიდკაცა” დაგეგმილი კონცერტისთვის განსაკუთრებულად ემზადება და რეპერტუარზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. პოპულარული ქართული ანსამბლის წარმომადგენლების თქმით, 11 აგვისტოს მსმენელი გამორჩეულ საღამოს დაესწრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here