10 ივნისს ნოდიკო ტატიშვილი სოლოპროექტს „ალექსანდრე ბასიალაია – ზღაპარი სიყვარულისა“ წარადგენს

0
1548

10 ივნისს, ნოდიკო ტატიშვილი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოპროექტით წარდგება, რომლის სახელწოდებაა „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“. ეს ღონისძიება ქართველი კომპოზიტორის 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.  კონცერტზე აჟღერდება ალესანდრე ბასილაიას პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი სიმღერების ახალი ვერსიები. ვერსიების ავტორი და პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი პიანისტი დავით მაზანაშვილი გახლავთ.

შესრულდება დუეტებიც მარიამ როინიშვილთან, სოფო გელოვანთან, მაკა ზამბახიძესთან, სოფო ხალვაშთან, სალომე ბაკურაძესთან, ნეკა სებისკვერაძესა და თიკა მახალდიანთან.

მომღერლებს მუსიკალურ თანხლებას სიმფონიური ორკესტრი და დიდი ინსტრუმენტული ბენდი გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ბასილაია ათეულობით პოპულარული სიმღერის ავტორია, ასევე მას ეკუთვნის ცნობილი ქართული მიუზიკლები, მუსიკა მულტიპლიკაციური ფილმებისთვის და კინოსთვის.

როგორც ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, დარბაზში მისული საზოგადოება ბევრი საინტერესო სიურპრიზის მომსწრე გახდება. რეპეტიციები აღნიშნული საღამოსთვის უკვე მიმდინარეობს.

ბილეთები გაიყიდება ფილარმონიის სალაროებში და ასევე საიტზე tkt.ge 1-ელი ივნისიდან.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here